16 - The revealed secret

439 52 50
                                    

როგორც კი სიტუაციამ ოფიციალური სახე დაკარგა ბიჭებმა ზეინი ხელში აიტაცეს.

ალიშა ღიმილით უყურებდა ამ სასიამოვნო სანახაობას.

უეცრად მათი, ზეინისა და ალიშას თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.
გრძნობა, რომელსაც სიტყვები არ სჭირდება ღრმად ბუდობდა ორივეს გულებში და მათ შორის უხილავ კავშირს ქმნიდა.

მალიკმა გადაწყვიტა ყველაფრის ფასად დალაპარაკებოდა გოგონას, თუმცა როდესაც ბიჭებისაგან თავის დაღწევა მოახერხა ალიშა ვეღარ იპოვა.

მოუსვენრობამ შეიპყრო და ერთ ადგილას ვეღარ ჩერდებოდა.

ბოლოს გადაწყვიტა ბიბლიოთეკაში წასულიყო, თუმცა გზა ლუიმ გადაუღობა.

-სად მიდიხარ?

-ბიბლიოთეკაში. სწრაფად უპასუხა და გზის განთავისუფლება სცადა, თუმცა ლუი კვლავ წინ გადაეღობა.

-ბიბლიოთეკაში არ არის. ჩემს კაბინეტშია, ლიამს ესაუბრება.

ზეინმა უცნაურად გახედა მეგობარს. ნუთუ ასე ადვილად გამოსაცნობი გახდა მისი მოქმედებები? თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს.

-გმადლობ. ჩაიბურტყუნა და პირდაპირ მეგობრის კარგად ნაცნობ კაბინეტისაკენ გაეშურა.

დაცარიელებულ დერეფანში ზეინის აჩქარებული ნაბიჯების ხმა ექოდ ისმოდა.

რაღაცის სათქმელად მიიჩქაროდა, თუმცა თვითონაც არ იცოდა გოგონას წინაშე რას იტყოდა.

მომწონხარ? არა, მიყვარხარ? არა. მაშინ რა უნდა ეთქვა? შენზე ვღელავ? მაშინ როდესაც მღელვარების მიზეზი არ არსებობდა.

ამ დროს მონატრებული და-ძმა ერთმანეთს მჭიდროდ ეხვევიან და ასე ცდილობენ ის დრო აინაზღაურონ, რომლის გატარებაც უერთმანეთოდ მოუწიათ.

საბოლოოდ როდესაც ერთმანეთს შორდებიან, ალიშას ცრემლების შეკავების ძალა აღარ შესწევს.

Once Upon In Pakistan Z.M (Completed)Where stories live. Discover now