2 - Her dreams, her hopes

654 69 8
                                    

ალიშა ახელს თვალებს და ტკივილი მაშინვე ედება მთლიან სხეულს.

გოგონას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ საწოლზე წამომჯდარიყო და ირგვლივ მიმოეხედა.

პატარა, ბნელ და მყუდრო ოთახში სიჩუმე სუფევს. საავადმყოფოს თეთრი კედლებისაგან განსხვავებით, მუქი ტონალობის სიჭარბე იდუმალ და მისტიკურ გარემოს ჰქმნის.

საწოლის გვერდით ტუმბოზე თეთრი ტაბლეტი და ჭიქით წყალი დევს, რომელსაც მაშინვე უყოყმანოდ სვამს გოგონა და კვლავაც აგრძელებს ოთახის შესწავლას.

როგორც ჩანს ოთახის გასახალისებლად დრო არავის დაუხარჯავს, ერთადერთ დეკორაციად შეააძლოა ჩაითვალოს ქოთანში ჩარგული გამხმარი კაქტუსი.

ალიშა საწოლის კიდეზე გადაკიდებულ ტანსაცმელს ამჩნევს, საწოლიდან მაქსიმალურად ფრთხილად და უხმაუროდ დგება და ტანსაცმელს ათვალიერებს.

ყველაფერი უბრალო, ერთ ფერში გაწყობილი მატერიისაა, თუმცა რაც მთავარია მისი ზომა.

გოგონა იმ აუტანელ ნაჭერს იშორებს სხეულიდან, რომელიც აქამდე საღამურის როლს ასრულებდა და წამებში ირგებს შარვალს, რომლის ტოტების აკეცვაც უხდება სიგრძის გამო და სვიტერს რომელიც შეხებისას კანს კაწრავს.

გოგონა არ წუწუნებს და არც უკმაყოფილოა.

საბოლოოდ მადლიერება მაშინ იპყრობს, როდესაც საწოლის ქვეშ მისი ზომის სამხედრო სტილის მაგარძირიან ფეხსაცმელს პოულობს.

უღიმღამო ოთახი, უხეში ტანსაცმელი და სამხედრო ფეხსაცმელი, ალიშასთვის ნელ-ნელა ყველაფერი ნათელი ხდება, თუმცა სიხარულს ჯერ დროებით გულში მარხავს, რადგან არ უნდა იმედები გაუცრუვდეს.

მხოლოდ ახლა გრძნობს, რომ ტკივილი გაუსაძლისი აღარ არის და აღარც იმდენად აწუხებს.

კარის სახელურს ეჯაჯგურება, მაგრამ ამაოდ, კარი გასაღებითაა დაკეტილი.

Once Upon In Pakistan Z.M (Completed)Where stories live. Discover now