ლონდონი, მასაც ორი მხარე აქვს. ერთ სიცოცხლით და უბრალო, ერთმანეთისგან არაფრით გამორჩეული ხალხით სავსე, მეორე კი ცივი, შიშით და იარაღით აღსავსე, ისეთი ნარკოდილერები რომ მართავენ და უბრალო გამსაღებლებით თუ მომხმარებლებით არის სავსე.

*

გაბრაზებული ლივი ჯერ სახლის კარებზე ორივე ხელით ძლიერად აბრახუნებს, შემდეგ კი ამას ზარსაც ამატებს, წამებში კარს დაფეთებული ნაილი ხსნის და ლივის დანახვისას ჯერ იბნევა, შემდეგ კი თითქოს თავზარი ეცემაო.

-შენი დამპალი, მატყუარა, ძუკნა და გამოშტერებული ბიძაშვილი სად არის?! თუ გონია რომ ასე მარტივად მომისვრის სანაგვეზე ცდება! ერთი ზარი დაენანა? - გაბრაზებულმა ერთმანეთს მიაყარა და უკვე სუნთქვა დავიწყებულ ნაილს არც დააცადა რამე ეთქვა. ლივი სახლში შევიდა.

-ის ა-არ იყო შენთან ერთად? - ძლივს გადააბა სამი სიტყვა ერთმანეთს, მთელი გულით ცდილობდა იმედი არ დაეკარგა მაგრამ მისი გონება უკვე განგაშს ტეხდა რომ მარტენი რაც შეიძლება მალე ეპოვნა. მხოლოდ ღმერთმა იცის რამდენი შესაძლო ვარიანტი გაიფიქრა ნაილმა თუ სად შეიძლება მარტენი ყოფილიყო, მხოლოდ სამ წამში. მისმა სიტყვება ისედაც გაგიჟებული და სიბრაზისგან ჰადესს დამსგავსებული ლივი უარესად გააცოფა.

-შენ რა, დებილი ხარ?! არ მოსულა ჩვენს ჩაის სახლში. გეფიცები ნაილ...

-ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! - ნაილმა სწრაფად დასტაცა ხელი ტელეფონს და ლიამის ნომერზე ისე დარეკა არც კი უფიქრია. მისი უკანასკნელი იმდეი ისრა იყო, თუ მასთანაც არ იქნებოდა მარტენი,მაშინ ალბად მოთბინებას საბოლოოდ დაკარგავდა.

-ალბად მეკაიფები. რა ხდება ნაილ?

-უბრალოდ დაჯექი და სცადე ბევრი არ ილაპარაკო, დამეხმარე ლივ, გთხოვ. - ნაილმა იქმადე სანამ ლიამი ზარს უპასუხებდა ხმამაღალი რეჟიმი ჩართო და ლივის წინ ჩამოჯდა. ლივსაც უკვე ოდნავი შიში შეეტყო, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა და ეს კიდევ უფრო აშინებდა, იქნებ რამე სერიოზული მოხდა და მას გამოეპარა? იქნებ მარტენს სულც არ უნდოდა ამ შეხვდერის გაცდენა და რამე შეემთხვა?

Devil EyesNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ