ერთად - (30)

116 11 0
                                    

უეცრად ზურგსა და მხრებზე სითბო იგრძნო, მუცელზე რაღაც რბილად უჭერდა. სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც გცივა და მსგავს სითბოს გრძნობ, სიამოვნების ჟრუანტელი მთელს სხეულში მოულოდნელად დაუვლის. თვალებს ნელ-ნელა ახელდა, თუმცა ქუთუთოები მალევე უმძიმდებოდა და თვალები კვლავ ეხუჭებიდა. გაღვიძება არ სურდა, თუმცა რაღაც აიძულებდა. ეს გრძნობა... ეს სითბო, იყო ამაში რაღაც განსაკუთრებული. კვლავ ეძინებოდა, როდესაც კისერზე შეხება იგრძნო, რაღაც რბილის და თბილის, შემდეგ კი თბილი ჰაერი, სუნთქვა. ამან ცოტა გამოაფხიზლა, თვალები მძიმედ გაახილა, ამოისუნთქა, შემდეგ კი კვლავ დახუჭა. მოჭერა იგრძნო, ვიღაც მას მისკენ იზიდავდა და ეხუტებოდა. მძიმედ ამოისუნთქა და თვალები დაჭუტა. ამ დროს კი მხარზე კოცნა იგრძნო, ამან უფრო გამოაფხიზლა. კოცნა ამ ჯერად კისერზეც იგრძნო. გამოფხიზლდა და უკან გადაიხედა, იქ ეინერი იყო. თვალები მოისრისა და მისგან თავის დახწევა სცადა, როდესაც მან უფრო მოუჭირა და ჩაეხუტა, ნიკაპი გოგოს მხარზე დაადო და თვალები დახუჭა. ემილი აწრიალდა.

- აქ რას აკეთებ? - ნამძინარევი ხმით მიმართა და დაამთქნარა.

- ჩუმად! - მოკლედ უპასუხა და უფრო მჭიდროდ ჩაეხუტა. გოგონამ ეინერის ხელს ხელი ნაზად მოუჭირა და თავი ცოტათი გაინთავისუფლა. გრეიმ ხელი ტელეფონს წაავლო, რომ დრო ენახა. 03:09 იყო. გაიკვირდა, დილით ჩაძინებულს ამ დროს, რატომ გაეღვიძა.

- რაა? ამდენ ხანს მეძინა? - თავი მოიფხანა. - არადა დილით დავიძინე. - გაიკვირვა, ამაზე ეინერს გაეცინა.

- კი გუშინ დილით! - გადაიხარხარა. - ორი დღეა რაც გძინავს.

- რაა? - აღტაცება ვეღარ დამალა გრეიმ და ფეხზე წამოხტა, ამ დროს მას ეინერი ეცა და კვლავ მის მკლავებში მოაქცია.

- სად გარბიხარ? - ჩაეხუტა.

- აქ რა გინდა? - კვლავ გაუმეორა კითხვა მას. მანაც კოპები შეკრა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 15, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Football or love?Where stories live. Discover now