ახსნა ჩვენი ურთიერთობისა - (20)

61 10 0
                                    

ემილი სახურავზე აძვრა და მის ოთახში ფანჯრიდან შევიდა. კარგად მოლხენილი მძინედ დაეშვა საწოლზე და ამოისუნთქა. საათს დახედა ჯერ მხოლოდ ცხრა შესრულებულიყო. ლეპტოპი გახსნა და სოციალური ქსელების თვალიერებას შეუდგა, როდესაც დაურეკეს. ეს მისი ნათესავი ჯორჯია გახლდათ, ის ახლა ნივიორკში ცხოვრობდა, მამამისთან ერთად. ჯორჯია დედამისის ბიძაშვილი იყო, ანუ ემილის დეიდა გამოდიოდა. ასაკში სხვაობა მცირე გახლდათ, მათ შორის. ჯორჯია 17_ისაა. სიშორის მიუხედავად გოგონებს მაინც კარგი ურთიერთობა ქონდათ. მუდამ უყვებოდნენ ერთმანეთს საიდუმლოებს, ემილის ის ძალიან უყვარდა. გოგონამ მალევე უპასუხა.

- რას შვები ემილი? - ჰკითხა ჯორჯიამ.

- რავი, სახლში ვარ.

- შენზე და ეინერ არუდზე გავიგე. - გაოცებით უთხრა და თან ელექტრო სიგარეტი გააბოლა. - შენგან ნაკლებს არც მოველოდი, მარწყვო.

- კარგი რა...

- დედაშენმა გაიგო?

- კი

- გადაირეოდა.

- დასჯილი ვარ, კარგა ხანი გარეთ ვერ გავალ.

- ჯანდაბა! კიდევ რამე დააშავე? - თვალები მოჭუტა ჯორჯიამ.

- კლუბებში სიარული დავიწყე და ეგეც გაიგო. - ძლივს ძლივობით წარმოთქვა.

- ოჰო... აი ეს მესმის! მაგარ შარში ხარ. - გადაიკისკისა გოგომ.

უეცრად კარი გაიღო და ოთახში ემილის დედა შემოვიდა. გრეის სახეზე გაკვირვება და გაურკვევლობა დაეტყო.

- დედა, შენ დღეს მორიგე არ იყავი?! - გაოცებით კითხა ემილიმ.

- კი, უბრალოდ ლანჩის ყუთი დამრჩა და შემოვირბინე. - უპასუხა ქალმა, ემილი დამშვიდდა. - ოჰ... ჯორჯიას ელაპარაკები, როგორ ხარ ჯორჯია? - ღიმილით მოიკითხა. ჯორჯიამ ელექტრო სიგარეტი გვერძე გადადო.

- კარგად ეშლი, შენ როგორ ხარ? - ღიმილით მოიკითხა ბიძაშვილი, ემილის დედა.

Football or love?Where stories live. Discover now