დაგეგმა - (5)

104 11 0
                                    

გათენდა. მზე უკვე ამოსულიყო. დილა ზედმეტად თბილი და სასიამოვნო აღმოჩნდა, თუმცა ამ ყველაფერს სკოლა აფუჭებდა. გოგონები მალევე შეიკრიბნენ სკოლის წინ, დაყოვნება ნამდვილად არ სურდათ, ამიტომ სკოლაში მალევე შევიდნენ. სადაც საშინელი ხმაური და მოსწავლეებით თუ მასწავლებლებით გადაჭედილი ფოიე დაუხვდათ. ნამდვილად გამაღიზიანებელი იყო. ყველას სუნამოს სუნი ერთმანეთში ირეოდა და რაღაც საშინელ სუნს წარმოქმნიდა, ზოგიც კი საშინლად ოფლიანი იყო, თანაც ცხელოდა, რაც ფოიესში ჩახუთულობას იწვევდა. ძალზე არასასიამოვნო გარემო იქმნებოდა.

უეცრად ფოიესში გრეი გამოჩნდა, ამაყად მოაბიჯებდა და ზედაც არავის უყურებდა. უამრავ უაზრო შეძახილებს ესროდნენ, მაგრამ ის ამას ყურადღებას არც კი აქცევდა. სახეზე წუხილი და ზიზღი დასტყობოდა.

უეცრად გრეისთან, უფროს კლასელი მივიდა, ხელი გადახვია და გაუღიმა.

- რას შვები ამ საღამოს ლამაზო? - ჰკითხა და თვალი ჩაუკრა, ემილიმ ზიზღით შეხედა და ხელო უწიანა, ბიჭი კარადებს მიეჯახა.

- მომშორდი! ახხ! სულ გარეკა ამ ხალხმა. - ბრაზით თქვა და დაიჭყანა.

კვლავ განაგრძო გზა, ამ ჯერად კი გზად ერლინი შემოხვდა. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ერლინი ის ბიჭია, რომელმაც ემილი გრეი, სხვა გოგოში გაცვალა. ყველაფერი ასე დაიწყო: ფრენბურთის პირველი და გადამწყვეტი შეჯიბრი იყო, გოგონებისაც და ბიჭებისაც. მონაწილეობას მათი სკოლაც იღებდა, ვინაიდან გოგოების გუნდიც გამოყავდათ შეჯიბრზე და ბიჭებისაც, გადაწყვიტეს ერთად ევარჯიშებინათ, ორივე გუნდი. სწორედ აქ გაიცვნეს ემილიმ და ერლინმა ერთმანეთი. თუმცა ერლინი მისით ადრეც იყო დაინტერესებული, იმ საღამოსვე შეტყობინება გაუგზავნა. ემილის ეს არც კი გაკვირვებია და მანაც მიწერა. ეს ყველაფერი ჩაუღრმავდათ, მთელი ღამე წერდნენ. ამაში ცუდი ის იყო, რომ ანიტას ერლინი მოსწონდა, ემილიმ კი ის მას წაართვა, მაგრამ ასეც ვერ ვიტყვით, ანიტამ ის დაუთმო, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან მოსწონდა ერლინი. სანამ ემილი ერლინთან ერთობოდა, ის ცრემლისგან იღვრებოდა, ღამე ვერ იძინებდა, ამას კი მის დაქალს არ ეუბნებოდა. მხოლოდ იმას ამბობდა, რომ ერლინი საერთოდაც არ აინტერესებდა, მაგრამ ეს ასე არ იყო. ემილი და ერლინი დაახლოვდნენ, სადაცაა ერთმანეთს უნდა გამოტყდომოდნენ, რა დროსაც ერლინმა ურთიერთობა გაწყვიტა, ასე უეცრად. არ წერდა არც ესაუბრებოდა, ეს ყველაფერი ზამთრის არდადეგებზე მოხდა. შემდეგ კიდევ დაახლოვდნენ, მაგრამ გრეიმ მეორე დღეს გაიგო, რომ მას შეყვარებული ყავდა. ეს ყველაზე საშინელება აღმოჩნდა მისთვის, ალბათ არც კი დაიჯერებდა ფოტო, რომ არ ენახა. ის მთელი ამ დროის განმავლობაში შეუყვარდა და სწორედ მაშინ მიხვდა, რომ უყვარდა. ეს თვეები მისთვის ყველაზე მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა. თავს საშინლად გრძნობდა, ყველაფერზე გული ერეოდა. იმის მაგივრად, რომ შეეზიზღებინა, უფროდაუფრო უყვარდებოდა, მაგრამ ბოლოს ეს სიყვარული, სიძულვილში გადაიზარდა. თუმცა რაღაც პატარა მაინც დარჩა. ახლა ყურადღებასაც არ აქცევდა, ზედაც არ უყურებდა. თავიდან თვალთმაქცობდა, ვითომდაც არ აინტერესებდა, ზედაც არ უყურებდა, არადა შეხედვა უნდოდა, მაგრამ ბოლოს ეს უკვე თვალთმაქცი აღარ იყო. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ მათ გარეშე, ბიჭების გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია.

Football or love?Where stories live. Discover now