მზერა - (8)

88 13 1
                                    

იქვე მდგარ მაგიდასთან, სადაც გოგონები ცეკვავდნენ, ფეხბუთელი ბიჭები იჯდნენ და გამარჯვებას აღნიშნავდნენ. გოგონებმა მათი ყურადღება მიიბყრეს, თუმცა განსაკუთრებით ემილიმ. ის უფრო თამამად ცეკვავდა, უფრო თამამადაც ეცვა. ღიმილი კი სახეს უნათებდა. ყველა მას უყურებდა და გეგმებს აწყობდა თუ როგორ გაებათ მასთან საუბარი, მაგრამ გრეი არავის იკარებდა, ყველას უხეშად ისტუმრებდა. მაგიდასთან მჯდომი ერთი ბიჭის ყურადღება კი განსაკუთრებით მიიბყრო, ბიჭებმაც ეს შენიშნეს და გადაწყვიტეს ბიჭს გახუმრებოდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. ბიჭი სერიოზულად დაინტერესდა ემილით და არა უბრალოდ ერთ ღამიანი გართობის მიზნით. მოსწონდა ის ფაქტი, რომ უკარება იყო და არავის იკარებდა. მოხიბლა მისმა სხეულმა, სითამამემ, სილამაზემ, მაგრამ ყველაზე მეტად მისმა ღიმილმა, მისმა ფართო ლამაზმა ღიმილმა. ჯერ მისვლას არ აპირებდა, უნდოდა კარგად დაკვირვებოდა და უფრო ღრმად შეესწავლა, ხოლო ნაბიჯების გადადგმაზე მერე იფიქრებდა, მაგრამ ყველაფერი მისმა გუნდელმა გააფუჭა, გადაწყვიტა გოგონასთან მისულიყო და ნომერი გამოერთმია, ამან კი იგი განარისხა. კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და მკაცრად აკვირდებოდა სიტუაციას.

გუნდელი გოგოსთან მივიდა, კარგად აათვალიერა და გუნდელებს ტუჩის კვნეტი გახედა. შემდეგ გოგონას ხელი აუწია და ცეკვა შეაჩერებინა.

- გამარჯობა, ლამაზო! - ამაყად უთხრა და კიდევ აათვალიერა, ემილის პასუხი არ გაუცია და თვალები გადაუტრიალა. - არ გინდა შენი ნომერი მომცე და მერე გავერთოთ?! - კვლავ სიამაყით განუცხადა და თვალი ჩაუკრა, ემილიმ მკაცრი მზერა მიაბყრო, ისე უყურებდა, გეგონბოდათ სადაცაა თავს მოაცლიდაო.

- ვინ ხარ, ცეკვას, რომ მაწყვეტინებ?! - ბიჭმა პირი დააღო.

- რა თქვი? - გაოცებულმა კითხა. - არ იცი ვინ ვარ? - ერთი კარგად გადაიხარხარა.

- სულ ფეხებზე მკიდია ვინ ხარ. - კვლავ გაღიზიანებულმა მიაყარა, ბეთანის ხელი ჩაავლო და წავიდა.

Football or love?Unde poveștirile trăiesc. Descoperă acum