მზადება - (6)

83 11 0
                                    

ემილი სკოლიდან ადრე გამოვიდა და სახლში მალევე მივიდა. წესით იქ დედა არ უნდა დახვედროდა, რადგან იცოდა, რომ დღეს მორიგე იყო. დიდად არც გაკვირვებია გვერდი ისე ჩაუარა ეს გაკვირვება არც შეუმჩნევია, სამზარეულოში შევიდა და მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოიღო. უცებ მოსვა და დააბრუნა. დასვრილი პირი ხელით მოიწმინდა და საყინულედაბ შოკოლადის ნაყინი გამოიღო, უჯრიდან კი კოვზი.
დედამისი სამზარეულოს კარებს მიყრდნობოდა და დოინჯ შეკრული აკვირდებოდა შვილის მოქმედებას. გოგონა კვლავ არ იმჩნევდა მას, ქალმა ხელები ჩამოუშვა და სამზარეულოში შევიდა. ბართან დაჯდა, სადაც გოგონა იდგა, იქვე ახლოს და კარგად აათვალიერა. კვლავ დოინჯი შეკრა და წარბები აწია. გოგონას თვალებით ჭამდა, ისე უყურებდა, პასუხს ელოდა თუ, რატომ იმყოფებოდა ამ დროს აქ. გრეის ეს ყველაფერი მობეზრდა და შეხედა.

- აბა, რატომ ხარ აქ, სახლში, როდესაც ჯერ კიდევ სკოლის საათებია? - მკაცრად კითხა და სათვალე გაისწორა. გოგონა დუმდა და ხმას არ იღებდა, ნაყინის ყუთი გახსნა და შიგ კოვზი ჩადო. - ახლა ჩემს დაიგნორებაზეც გადახვედი ემილი?! გეკითხები, რატომ ხარ ამ დროს სახლში და არა გაკვეთილებზე.

- რადგან მოსამზადებელი ვარ. - აგდებით მიუგო, დედას გვერდით დაჯდა და ნაყინის ჭამას უგემოდ შეუდგა.

- რისთვის, სადმე მიდიხარ და მე არ ვიცი? - ჩააჯინდა დედა შვილს. ემილიმ გაღიზიანებით ჩაარჭო კოვზი ნაყინში და დედას მიუბრუნდა.

- კი დედა, მე და გოგონები მივდივართ კაფეში. - ძალდატანებით უთხრა და ზიზღით გააგრძელა ჭამა.

- აჰა... კაფეში არა?! - მკაცრად მიუგო. - რამდენად მნიშვნელოვანია ეგ კაფეში წასვლა, რომ სკოლას აცდენ? - ბრაზით დააყოლა, თუმცა გოგონასგან პასუხი არ ისმოდა, იგი კვლავ ჭამდა. - პასუხი გამეცი ემილი! - დაუყვირა დედამ. გოგნამ კოვზი დააგდო და ფეხზე წამოვარდა.

- რას ყვირიხარ! - უხეშად დაუყვირა.

- რას ვყვირივარ? კაფეებში ბოდიალს გირჩევნიე ექიმთან წახვიდე, ხომ ხედავ სულ გამოშტერდი.

Football or love?Where stories live. Discover now