პაემანი - (19)

70 10 0
                                    

უეცრად ემილის ოთახის კარი გაიღო და ოთახში დედამისი შემოვიდა. ქალმა გოგონას ოთახს გადახედა. ემილის კი საწოლში ჩაწოლა მოესწრო, თავს იკატუნებდა, ვითომდაც ეძინა, რომ დედამისს უაზრო შეკითხვებით არ შეეწუხებინა. არც კვლავ ისტერიკები და ჩხუბი სურდა, ამის თავი ნამდვილად აღარ ქონდა. ქალმა გოგონას შეხედა, შემდეგ ფანჯარასთან მივიდა და დაუკეტა. ოთახიდან გავიდა, ეტყობა შეამოწმა, გოგონა ნამდვილად იქ იყო თუ არა. გრეიმ გაიგონა თუ არა კარების მიკეტვის ხმა, ეგრევე თვალები გაახილა. წამოდგა და ოთახის მიწესრიგებას შეუდგა. ოთახი მალევე დაალაგა, როდესაც პირველი სართულიდან ამოსული, საჭმლის კარგი სურნელი იგრძნო. დედამისი რაღაცას ამზადებდა. მალევე ქალმა შვილს დაუძახა და აუწყა, რომ ძირს ჩამოსულიყო საჭმელად. ემილიც უყოყმანოდ ჩავიდა, მაგიდას მიუჯდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში ორივე დუმდა, ხმა არ ამოუღიათ. ჭამას მალევე მორჩნენ, ემილი დედას მილაგებაში დაეხმარა და შემდგომ ორივენი თავიანთ ოთახებში შევიდნენ.

სკოლაში არ წასულა, მაგრამ მთელი დღე მაინც მეცადინეობაში და კითხვაში გაატარა, შვალედში ეინერს წერდა. ცოტა დასვენება და ძილი გადაწყვიტა. დაღლილს მალევე ჩაეძინა, თუმცა კარის ზარის ხმამ მალევე გამოაღვიძა. ძირს ჩავიდა და კარები გააღო. ბეთანი და ანიტა იყვნენ. ემილიმ ისინი სახლში შემოიპატიჟა და ოთახში ავიდნენ. გრეიმ ლოგინი უცებ გაასწორა და კვლავ წამოწვა. ბეთანი გვერძე მიუწვა, ხოლო ანიტა ფანჯარასთან დაჯდა.

- აბა, რა მოხდა?! - ინტერესით კითხა ბეთანიმ. - ანიტამ მომიყვა ეინერზე, დეგენერატი.

- ეინერი აქ იყო. - მშვიდად მიუგო ემილიმ. გოგოები უცებ წამოხტნენ, გაოცებისგან.

- აქ იყო, მერე რა გითხრა? - ჰკითხა ანიტამ.

- ყველაფერი ამიხსნა, მაგრამ საქმე მასში კი არა დედაჩემშია. - დარდით უპასუხა.

- ყველაფერი გაიგო?- გაოგნებით კითხა ბეთანიმ.

- კი და ერთი ამბებიც მიწია, ახლა არც გარეთ მიშვებენ და არც არსად.

Football or love?Where stories live. Discover now