მატჩი - (16)

66 10 0
                                    

მალევე დადგა მეორე დღე. ეინერს საღამომდე არ მიუწერია ემილისთვის. გოგონები უკვე მზად იყვნენ, როდესაც ეინერისგან შეტყობინება მიიღო. ეინერი წერდა, რომ უკვე მოედანზე იყო და მას ელოდა. ემილის და ანიტას კვლავ ნენსი წაიყვანდა. გოგონები ემილისთან იყვენენ, იქ მოემზადნენ, სახლიდან ერთად გავიდნენ და ნენსის მანქანაში ჩაუჯდნენ. ანიტა გახარებული იყო, ემილი კი ღელავდა ამ ყველაფერზე. სტადიონზე მალევე მივიდნენ, ჩამოსვლისას ნენსიმ წარმატებები უსურვა და შენობაში შევიდნენ. იქ დაცვა დაუხვდათ, როდესაც ემილიმ ეინერისგან კვლავ შეტყობინება მიიღო. „დაცვას უთხარი, რომ ჩემთან ხართ" , ემილიმაც არ დააყოვნა და დაცვას დანაბარები გადასცა.

- თქვენი სახელი და გვარი?!- მკაცრად კითხა დაცვამ.

- ემილი გრეი, ეინერ არუდთან ვარ.

- გამომყევით!

დაცვა ბნელ ფოიეში შევიდა გოგონებიც გაჰყვნენ, უეცრათ მკაფიო სინათლე გამოჩნდა. შუქი ციმციმებდა, საშინელება იყო. დაცვა კარებთან გაჩერდა და მიაკაკუნა. მალევე კარი გაიღო და იქიდან შავ კანიანი ბიჭი გამოვიდა, რომელსაც ფეხბურთის ფორმა ეცვა, ნომერი თექვსმეტი. ბიჭი ემილის ღიმილით უყურებდა, როდესაც თავზე თანაგუნდელები ინტერესით დაახტნენ. გრეი კარგად აკვირდებოდა ბიჭს, გაახსენდა ეს ბიჭი ის იყო, ვინც ტერასაზე შემოვიდა და ეინერს ურჩია, რომ სჯობდა წასულიყო.

- რომელია აქიდან ეინერის გოგო? - იკითხა ერთ-ერთმა გუნდელმა.

- მოდი გამოვიცნობ, აი ის თეთრი მოდური ტანსაცმელი, რომ აცვია. - წამოიყვირა სხვა გუნდელმა.

- კი ეგ არის, ეინერი გიჟდება ეგეთ გოგოებზე. ახლა კი გაატარეთ, ხომ უნდა ნახოს. - თქვა ნომერმა თექვსეტმა.

- რა იყოთ, რა ხმაურია? - გამოვიდა, მაისურ გახდილი ეინერი, მაისური მხარზე გადაეკიდა და თმები გაეშალა, ემილის ღიმილით გახედა, მივიდა და ჩაეხუტა. ანიტას მიესალმა. ბიჭმა ზედა გადაიცვა, მოსაცმელი აიღო. - ემილი ერთი წუთით გამომყევი. - ემილიმ თავი დაუქნია. ეინერმა მოსაცმელი შეიკრა, გოგოს ხელი ჩასჭიდა და იქვე, გვერძე ოთახში შეიყვანა. ანიტა გუნდელებთან დარჩა. ბიჭები შემოხვეოდნენ. ეინერმა კარი მიიხურა და ოთახში შუქი აანთო.

Football or love?Where stories live. Discover now