ემილი გრეი - (1)

360 17 3
                                    

მას ყოველთვის თავი გამორჩეული ეგონა. სარკეში უყურებდა საკუთარ ანარეკლს და აანალიზებდა, რომ სხვებს არ გავდა, უფრო გამორჩეული იყო და დიდი მომავალიც ქონდა, მაგრამ ჯერ ამაზე ფიქრი ნაადრევი გახლდათ. გოგონას ამ განსხვავებას და გამორჩეულობას ბევრი ამჩნევდა. ყოველთვი იბყრობდა მამაკაცების მზერას. ქუჩაში ისე ვერ გაივლიდა ვინმეს თვალი, რომ არ გაეყოლებინა. უამრავს ამაზრზენი, გარყვნილური და წაბილწული აზრები მოაწვებოდა, მაგრამ ეს მას არასდროს აშინებდა. უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ ამას არასდროს არავისთან აღიარებდა. ასევე უყვარდა, როდესაც ის უყვარდათ ან მოსწონდათ. ამას კი სულ უარყოფდა, თუმცა გულს ვერ მოატყუებდა. მოსწონდა ისიც, რომ ყველას ყურადღებას იპყრობდა. თავის გასულელებაც მოსწონდა, რომ ეს აწუხებდა და არ სიამოვნებდა. თამაში მოსწონდა, ტყუილები და საიდუმლოები, რომლებსაც არავის უმხელსა. 100%_ით არავის ენდობოდა, მხოლოდ საკუთარ თავს, ამით არც არაფერს კარგავდა.

ხშირად დგებოდა სარკის წინ, იპრანჭებოდა, თავი ვარსკვლავი ეგონა, ეგონა რომ ყველას უყვარდა და აღმერთებდნენ. ზოგჯერ იყო ისეთი მომენტებიც, როცა საკუთარი თავი ეზიზღებოდა. სარკეში უყურებდა მის სხეულს, სახეს, გული ერეოდა და სწორედ მაშინ ხვდებოდა იმას, რომ სრულ სრულყოფილებამდე კიდევ ბევრი აკლდა. უყვარდა მისი თავი, მაგრამ ზოგჯერ ეზიზღებოდა კიდეც. ფიქრობდა რომ მასზე ლამაზი არავინ დაბადებულა, ხოლო ზოგჯერ პირიქით, თავი ყველაზე მახინჯი ეგონა. ზედმეტად უგრძნობი იყო, ხოლო ზოგჯერ პირიქით მგრძნობიარე და სათუთი. ბიჭებს ყოველთვი თავს სუსტად აჩვენებდა, საყვარლად, დაუცველად და უმწეო ბატკნად, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილი ეგოისტი გახლდათ. ყველაფერი აკრძალული და მიუწვდომელი მოსწონდა, ამავდროულად ზედმეტად მესაკუთრეც იყო. რაც მას ეკუთვნოდა, სხვას ხელს არ დააკარებინებდა, მაგრამ თავად უყვარდა, სხვისი საკუთრებების მოპარვა.

Football or love?Where stories live. Discover now