სიმართლე - (29)

74 9 1
                                    

- კარგი გეყოს, დამანებე თავი. - სიცილით მოიშორა გოგომ ეინერი.

- როგორი ჯიუტი ხარ!

- წადი რა...

- ესეიგი გინდა, რომ წავიდე? - მოშორდა ბიჭი.

- კი წადი, მეძინება!

- ჯერ ის მითხარი ის ბიჭი ვინ იყო?! - ეჭვით კითხა და კედელს მიეყრდნო, ემილიმ თვალები გადაატრიალა.

- ჩემი ძველი მეგობარია, იმედია ეჭვიანობას არ აპირებ! - გაღიზიანებით მიახალა.

- ძველ მეგობრებთან ყოველთვის ამდენ ხანს საუბრობ? - ამ კითხვაზე გრეიმ გადაიხარხარა.

- ორი წელია არ მინახია, თანაც ტყუილად ეჭვიანობ, ანიტა მოსწონს.

- და ვინ თქვა, რომ ვეჭვიანობ?!

- არაა?! - ეჭვით შეხედა.

- გეყოფა! - გაეცინა ბიჭს. ემილი მას მიაწვა.

- ახლა კი წადი აქედან, ნუ გგონია, რომ ყველაფერი მოგვარდა.

- მაპატიე, უბრალოდ გავბრაზდი...

- უბრალოდ?! კარგი მოვრჩეთ, წადი ეხლა.

- ემილი!

- ეინერ... უბრალოდ წადი კარგი?!

ბიჭი ფანჯრიდან მოხერხებულად გადახტა. ემილიმ ფანჯარა დაკეტა და დასაძინებლად დაწვა. თავი ახლა უფრო ცუდად იგრძნო. ეინერის სიტყვები უაზროდ მიაჩნდა, მაგრამ გულის სიღრმეში მათი სწამდა. რა მოხდებოდა ხვალ ან თუნდაც ამ 5-6 წლის შემდეგ. დედამისი რას გააკეთებდა წარმოდგენა აღარ ქონდა, ასევე ფიქრობდა ჯიას სიტყვებზეც. ამდენ ფიქრში ჩაეძინა.

გაეღვიძა, მის ლოგინზე დედამისი იჯდა და გოგონას დაჰყურებდა. გრეი სწრაფად წამოდგა.

- რა მოხდა? - შიშით იკითხა ემილიმ.

- ის, ფანჯრიდან, შენს ოთახში შემოდიოდა? - ბრაზით განუცხადა დედამ, გოგონამ პირი დააღო, გაიკვირვა.

- საიდან მოიტანე? - ძალდატანებით გაიცინა. - რა სისულელეა.

- გეყოს თავის მოკატუნება, ყველაფერი ვიცი ემილი, ყველაფერი ნენსიმ მომიყვა...

Football or love?Donde viven las historias. Descúbrelo ahora