დაკითხვის ოთახი- (25)

55 10 0
                                    

ხვალინდელი დღე მალევე გათენდა. ემილი ადრე ადგა, რომ სისხლჩაქცევები რამენაირად დაეფარა. მთელი შეკვრა ტონალური დახარჯა, რომ რამენაირად სისხლჩაქცევა დაეფარა. ეს მოახერხა კიდეც, მაგრამ ბევრი წვალების შემდეგ. მკლავიანი ზედა ჩაიცვა, იმის მიუხედავად, რომ ცხელოდა და მაღალი ტემპერატურაც იყო გამოცხადებული. თმები გაიშალა და წინ ჩამოიყარა, იმისთვის რომ სახეზეც დაეფარა სისხლჩაქცევა. თავს საშინლად გრძნობდა, ეგონა რომ დღეს საშინელება მოხდებოდა, მაგრამ სკოლაში წასვლა მაინც უწევდა, სხვა გზა არ ჰქონდა. უნდა წასულიყო და ტესტი დაეწერა, თორემ ეს მის ნიშნებზე აისეხებოდა. შეიძლებოდა შემდეგ კლასში ვერც კი გადასულიყო. ამიტომ ეს მართლაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, ანაზღაურება კი შეუძლებელი იყო. ამიტომ სკოლაში უყოყმანოდ წასვლა უწევდა.

სკოლაში მარტომ მივიდა, გრძელი დერეფანი უხასიათოდ გაიარა. გზად ბეთანი შეხვდა, რომელიც დაჭყანული სახით უყურებდა. შავი სათვალე, რომელიც თვალებზე გრეის ეკეთა, მოხსნა... ემილიმ კი უხასიათოდ სტაცა ხელი და კვლავ გაიკეთა სათვალე.

- რა ჯანდაბაა? - კვლავ იმავე სახით შეხედა. - ასე რატომ გაცვია? გარეთ ხომ 26°C _ია, ან სათვალე აქ რატომ გიკეთია?

- ასე მინდა და მიტომ! - გაღიზიანებით უპასუხა გრეიმ.

- კაი, კაი... როგორი გაღიზიანებული ხარ, რა გჭირს?!

- არაფერი! - უფრო გაღიზიანებულმა უპასუხა და ჩამოშორდა, ბეთანი გაურკვევლად უყურებდა. ტელეფონი ამოიღო და ანიტას დაურეკა. ყველაფერი მოუყვა, გრეიზე, ამ უცნაურ ჩაცმულობასა და ქცევაზე.

ემილი საპირფარეშოში უხასიათოდ შევიდა, იქ ანიტა დაუხვდა, რომელიც ხელებს იბანდა.

- გამარჯობა ანიტა! - ზრდილობისთვის მიესალმა, უჟმურად და კაბინაში შესვლა დააპირა, როდესაც ანიტამ შეაჩერა.

- რა მოგივიდა ემილი? - გოგონამ ხელი უხეშად გააშვებინა.

- არაფერი! - ზიზღით მიუგო და კვლავ კაბინაში შესვლა დააპირა, როდესაც ანიტამ კვლავ ხელი სტაცა.

Football or love?Onde histórias criam vida. Descubra agora