ცრუ იმედები- (28)

62 12 0
                                    

ემილი სახლში შევიდა, კარი ნელა მიხურა. მისი ოთახისკენ დაქანცულმა დაიწყო სვლა. კიბეები მძიმედ აიარა. მის ოთახისკენ მიმავალს, თვალი დედის ოთახისკენ გაეპარა. ცდუნებას ვეღარ გაუძლო და ბნელ ოთახში შევიდა. შუქი არ აუნთია. მის სამუშაო მაგიდას მიუახლოვდა და საბუთების ძიება დაიწყო, იცოდა, რომ დედამისი ამ ყველაფერს ასე ნამდვილად არ დატოვებდა. დიდ ხნიანი ძიების შემდეგ, მაინც ვერაფერს მიაგნო და დედის ოთახი იმედგაცრუებით დატოვა. გზად შეჩერდა, თავბრუ დაეხვა და თავი ატკივდა. ეს ყოველივე ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ კედელზე მიყრდნობაც კი დასჭირდა, რომ არ წაქცეულიყო. ცოტა ხნით გაჩერდა, მაგრამ ოთახის კარს მალევე მიუახლოვდა. სანამ კარს გააღებდა კვლავ შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და ოთახში შევიდა. კარი ძლიერად მიხურა და თვალები მძიმედ დახუჭა. თავი კვლავ ძლიერად ტკიოდა. ხელი შუბლზე მიიჭირა, როდესაც რაღაც სილუეტი შეამჩნია. გაიხედა... ეს ეინერი იყო, თვალის გუგები შეუვიწროვდა, შეეშინდა. ოთახში სიბნელე იყო, ფანჯარა ღია, ქარი უბერავდა და ფარდებს ერთმანეთში რევდა. საშინლად წვიმდა, ელვა სწრაფად გაიელვებდა და ოთახს მცირე ხნით ანათებდა. ბიჭი ლოგინთან მდგარ სავარძელში, თამამად იჯდა და ემილის დაჟინებით აკვირდებოდა. გოგონას ამ მზერაზე სუნთქვა შეეკრა. ეინერს ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა და ნელ-ნელა ეს შიში, დაძაბულობა ქრებოდა. ბიჭი მას მზერას არ აცილებდა, როდესაც ემილი მიუახლოვდა ფეხზე სწრაფად წამოდგა, გრეიმ უკან ფრთხილად დაიხია, მაგრამ ეინერმა ხელი წელზე წაავლო და მისკენ მიიზიდა. მან თავი მისი სახისკენ წაიღო, მის ლამაზ დიდ თვალებს დახედა, შემდეგ ვარდისფერ ტუჩებს და მისკენ წაიწია. გრეიმ თავი უხეშაგ გასწია გვერძე, ბიჭიც გამოფხიზლდა და თავი უკან გასწია. კბილები ერთმანეთს ძლიერად დააბჯინა, ყბა აუთთრთოლდა. ემილიმ თავი უხეშად დაიხწია, უეცრად ელვამ გაიელვა და ოთახი გაანათა. განათდა გრეის სახე, დიდი, მაგრამ ამ ჯერად ზიზღით სავსე თვალები, მის ლოყაზე გადმოვარდნილი ბრწყინავი ცრემლი, ათთრთოლებული ბაგეები. ეინერს მისი ეს სახე არასდროს ენახა.

Football or love?Where stories live. Discover now