სისხლჩაქცევა - (23)

60 11 0
                                    

მატჩი დაიწყო, თუმცა ნენსი ჯერ კიდევ არ ჩანდა. ემილი გელონდთან ლაპარაკით გაერთო, მაგრამ მეგობარი მაინც არ დავიწყებია, ელოდა მის დაბრუნებას, მაგრამ იგი არა და არ ჩანდა. უკვე თამაშის ნახევარი გავიდა, მას კი არც დაურეკავს. გრეი ნელ-ნელა უფრო და უფრო ბრაზდებოდა მეგობარზე. მოედანზე ეინერი კი უფრო აღიზიანებდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ტელეფონს სტაცა ხელი, ნომერი აკრიბა და ნენსისთან დარეკა. ზარი გადიოდა, მას კი ნერვები უფრო და უფრო ეშლებოდა. არ პასუხობდა... ემილიმ ბრაზით თავიდან აკრიბა ნომერი და კვლავ დარეკა. ზარი კვლავ გამაღიზიანებლად გადიოდა, ნენსი კი არ პასუხობდა. ზარი გაწყდა და გაითიშა. ემილიმ ბრაზით შეინახა ტელეფინი და თამაშის ყურება განაგრძო. როისთან დიალოგი გაიწელა, მატჩის პირველი ტაიმიც ეინერის გუნდმა მოიგო. ყველა გახარებული იყო, გარდა ეინერისა იგი უჟმური სახით იხედებოდა ირგვლივ. ვენორიკა ჩასახუტებლად მივიდა, თუმცა ბიჭმა უხასიათოდ მოიცილა. იგი კვლავ გაბრაზებული იხედებოდა, ემილისა და გელონდისკენ. უნდოდა ემილისაც შეეხედა მისთვის, მაგრამ ის ამას არ აკეთებდა, ეს კი უფრო აღიზიანებდა. აანალიზებდა იმას, რომ როი დე გელონდი ჯერ მხოლოდ 19 წლის იყო, ამიტომ მას მასთან დიდი შანსი ქონდა. არც ჭორებს მოუგონებდნენ და არც დედამისი გადაირეოდა ამაზე. ამაზე კი ცოფდებოდა, ეს იყო იმის მიზეზი, რომ მან უკვე, პირველივე ტაიმში ორი გოლი გაიტანა, მითუმეტეს ძლიერ გუნდს ეთამაშებოდნენ. მართალია ემილის იმიტომ ჩამოშორდა ამ პერიოდის მანძილზე, რომ ეს მისთვის იყო უკეთესი, გელონდიც უკეთესი იყო მისთვის, მაგრამ ამას ვერ ეგუებოდა, ვერ უშვებდა.

ემილი ამას ძალით აკეთებდა, ძალით არ უყურებდა ეინერს. უნდოდა მისთვის შეეხედა, მისი ლამაზი, ზღვისფერი თვალებისთვის, მაგრამ ამას არ აკეთებდა. მას თუ შეხედავდა ემოციებს აყვებოდა და კიდევ მოუნდებოდა შეხედვა, ეს კი ყველაფერს გაუფუჭებდა. მას როი მოეწონა, მისი აზრით კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ის კვლავ ეინერზე ფიქრობდა, უფრო სწორად ფიქრს ვერ წყვეტდა. ასევე ნენსიზე ბრაზობდა, წესით კარგა ხნის წინ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ არ დაბრუნებულა... საშინლად გაბრაზდა, მან ნიკოლი ამჯობინა მის თავს, ეს კი ამაზრზენი იყო.

Football or love?Where stories live. Discover now