მოლოდინი - (15)

64 10 1
                                    

გოგონა გაბრუებული მიუყვებოდა სახლის გზას. სახლში მალევე მივიდა, რადგან უახლოეს კლუბში იმყოფებოდნენ. სამწუხაროდ გოგონები შეეჩვიენ იქ სიარულს. ემილის ამაზე გართულება დიდად არც ქონია, მაგრამ არც ამაყობდა ამით. სახლის კარი გააღო და მის ოთახში მალევე აირბინა. დედამისი კვლავ მორიგეობდა, არც იცოდა შვილი სადმე თუ იყო გასული, კლუბში განსაკუთრებით, ამიტომ არც მოუკითხია. თუმცა ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ მუდამ ბევრი პაციენტი ყავს და დრო აღარ რჩება შვილისთვის. ემილიმ გამოცვლა დაიწყო. ტანსაცმელი დაკეცა, ლოგინზე დაეშვა, როდესაც ვიღაცა მოეხვია. შეშინებულმა ყვირილი ატეხა და ლოგინიდან გადავარდა. შუქი აანთო. საბნიდან თავი ეინერმა გამოყო, რომელიც კვლავ იცინოდა.

- ეინერ, სულ გააფრინე, გული გამისკდა! - შიშით წარმოთქვა, ბიჭი კი კვლავ იცინოდა.

- კარგი, კარგი დამშვიდდი, მე ვარ! - კვლავ იცინოდა და ლოგინზე მძიმედ გადაეშვა.

- როგორ შემოხვედი? - ბრაზით კითხა და წამოდგა. ეინერმა ხელი ღია ფანჯრისკენ გაიშვირა. - აჰა...

- უბრალოდ ვარდიშზე ძალიან დავიღალე, სახლში არ მინდოდა, ამიტომ შენთან მოვედი. - გოგონა ლოგინზე ჩამოჯდა და ეინერს შეხედა.

- წინა ცხოვრებაში მანიაკი იქნებოდი. - ეინერს ამაზე სიცილი აუტყდა, ემილი კი კვლავ ადგა.

- მანიაკი? კარგი რა, უბრალოდ შენი ნახვა მონდოდა, შეტყობინებებს კი არ ნახულობ. - ბიჭი ემილის მიუახლივდა და ფეხზე მდგომ გოგონას ახედა.

- კაი, ხო მნახე. - უხეშად უპასუხა.

- ახლა გინდა, რომ წავიდე? - ჰკითხა და უფრო მიიწია მისკენ.

- არა, შეგიძლია დარჩე! - ღიმილით უპასუხა, ლოგინზე შევიდა და საბანი გადაიფარა. - ოღონდ ძირს დაწვები. - უხეშად უთხრა, ბალიში და მეორე საბანი ესროლა. ეინერს ამაზე გაეცინა.

- ხო აბა რა... - ბიჭმა ბალიში ლოგინის მეორე მხარეს დაიდო და საბანი გადაიფარა.

Football or love?Where stories live. Discover now