როდესაც შენთან ვარ, ყველა პრობლემა მავიწყდება - (13)

77 11 1
                                    

მალევე გათენდა. გოგონები მოემზადნენ და ყველაფრის მიუხედავად, სკოლაში წავიდნენ. ემილის დედა მოსულიყო და ღრმად ეძინა. სკოლაში ნენსიმ წაიყვანა, გოგო დღეს კარგ ხასიათზე იმყოფებოდა. იმედოვნებდა, რომ ამ ხასიათს სკოლა არ ჩაუშხამევდა. ნენსიმ სკოლასთან გააჩერა, უამრავი ჟურნალისტი დახვდათ. გოგონამ შავი მოდუგი სათვალე მოირგო და წავიდა. იმავე ფერის ჟაკეტი ეცვა და ქუდი გადმოეფარა, ხოლო ქვემოთ დიდი, ჩაჩლაჩული, ღია ფერის შარვალი, რომელიც თეძოზე მოერგო. ჟურნალისტები დაესიენ. უამრავ უაზრო კითცვას უსმევსნენ, მაგრამ გოგონა პასუხს არ ცემდა. მოახერხა თავის დახწევა და სკოლაში შევიდა.

- ეს რა ჯანდაბა იყო! - სიცილით კითხა ანიტას.

- მაგარი იყო, თავი ჰოლივუდის ვარსკვლავი მეგონა.

- ისე ცოტა მომეწონა, მაგრამ ეს რომ დედაჩემმა გაიგოს გადაირევა. კიდევ კარგი ამის გაგება მამაჩემს არ უწევს, თორემ მერე მართლა შარში ვიქნებოდი.

- ყველა როგორ გაკვირდება. - ემილიმ თვალები გადაატრიალა და მოსწავლეებს ზიზღით გადახედა.

- სკოლას თავი უნდა დავანებო და პირადი მასწავლებლები დავიქირავო. - ერთი კარგად გადაიკისკისა გრეიმ. ანიტას ხელი დაუქნია და ბიოლოგიის კლასში შევიდა.

კლასში წინ დაჯდა ფანჯარასთან. ყველამ მასზე ჭორავი დაიწყო და ირგვლივ ალიაქოთი წარმოიქმნა. ემილი თავის დაჭერას იდეალურად ახერხებდა. მალევე ზარი დაირეკა და კლასში მასწავლებელი შემოვიდა, გრეის თვალი შეავლო.

- ემილი გრეი, სათვალე და ქუდი მოიხსენით, მგონი აქ არც მზე აცხუნებს და არც წვიმს. - კლასმა გაიცინა.

- მგონი მასწავლებელს იმის უფლება არ აქვს, თუ მიმითითოს რა ჩავიცვა და რა არა. - უხეშად უპასუხა.

- თავი დიდად ნუ მოგაგვთ გრეი.

- რატომ არა?

- წესიერად იყავით, რადგან მილიარდელი ფეხბურთელთან, რომანი გაკავშირებთ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ თავი დიდად უნდა მოიტანოთ. - გოგონა ამის გაგონებაზე წამოხტა და მერხს ხელები ძლიერად დაარტყა.

Football or love?Where stories live. Discover now