არაფრის ხუთი წუთი - (14)

69 9 0
                                    

საშინელებაა, როდესაც არ იცი რას აკეთებ ან სად ხარ. თავბრუ გეხვევა, მაგრამ თან კარგად ხარ. თითქოს ფრთები გამოგეზრდება და გაფრინდები. კედლებზე სიარული შეგიძლია, მაგრამ ვერ ვარდები. ტერფები გიდუნდება, მხრები გეშველება. მოდულებული ხარ, ვითომდაც შუა ზღვაში წევხარ, გადაწოლილი და ირგვლივ ვერავის გრძნობ, ვერავის ხედავ, არაფერი გესმის, მხოლოდ შენ და შენი ილუზიები. თითქოს და ეიფორიაში ხარ!

ემილი ცარიელი კლუბის ფოიეში მიაბიჯებდა, თავს ძლივს იჭერდა. იასავნისფერი, ლურჯი ლაზერები ენათებოდა. გოგონა ფოიესში დაეცა. თავი ზემოთ აწია და ეინერი დაინახა. ძლივს წამოდგა და მისკენ გაიქცა, თუმცა ვერ მირბოდა, ვიღაც აკავებდა? არა, მის უკან არავინ იყო. ეინერი სერიოზული სახით ადევნებდა თვალს, შემდეგ კი გვერძე გაიხედა და გავიდა. ემილიმ ძლივს შეძლო და ნაბიჯი გადადგა. მას გაჰყვა. ეს გზა მეორე ფოიეში გადიოდა, ნელ-ნელა ლაზერის შუქები ქრებოდა და სიბნელე იწყებოდა, გოგონა ქოშინით მირბოდა, სულ ჩამობნელდა, მაგრამ უეცრად სინათლე გამოჩნდა, ემილი მას უახლოვდებოდა, მიუახლოვდა და გავიდა. როგორღაც ფეხბურთის დიდ მოედანზე აღმოჩნდა, ზედმეტად დიდი სინათლე ანათებდა, ამიტომ ხელით მოიჩრდილა. იქაურობა მაყურებლებით იყო სავსე, ხოლო მოედანზე თამაში მიმდინარეობდა. უმალვე იქ ემილიმ, ეინერს მოკრა თვალი. ბიჭი მირბოდა, წინ უამრავი მოწინააღმდეგე უდგებოდა, მაგრამ ყველას დაახწია თავი. ბურთს ძლიერად დაარტყა და გოლი გაიტანა. ყველა ფეხზე წამოდგა და ყვირილი დაიწყეს. მან ეს მატში მოიგო, თანაგუნდელები ეხვეოდნენ, თვითონაც ფრიად ბედნიერი იყო. გოგონა უკან გავიდა, ფოიეს კვლავ სირბილით გაუყვა.

მირბოდა თითქოს ვიღაც მისდევდა, როდესაც ფოიეში ანიტა დაინახა, ჩუმად მდგომი, გოგონა მას აკვირდებოდა. ანიტას სისხლისფერი კაბა ეცვა, თმები გაეშალა და სულ წითელი ბრჭყვიალებით იყო მორთული.

- ანიტა, ეს შენ ხარ? - იკითხა ემილიმ, თან მისკენ წავიდა.

- კი - გოგონა ფოიედან გავიდა.

Football or love?Where stories live. Discover now