დაცემული ანგელოზები - (2)

187 15 0
                                    

ხმაური და შეძახილები, ხალხის ჟრიამულის ხმაა. უამრავი ხმა და კომპლიმენტი, გახარებული და გრძნობებით აღსავსე ყვირილი. უაზრო რჩევები, რომლებსაც არავინ უსმენდა. ბურთის დაცემის ხმა, რასაც სასტვენის ჩაბერვის ხმა მოჰყვა. უეცარი სიჩუმე. მსაჯი გაშეშებული იდგა, ყველა მას დაძაბული უცქერდა. მანაც ხელი ნელა ასწია და უეცრად ჩამოკრა. ხალხის დაყვირება, და მათი მივარდნა, გამარჯვებულებთან. ჩახუტება... კოცნა... ნომერი პირველი გაშეშებული დგას, ოფლისგან იღვრება და არაფერი ესმის. თავბრუ ეხვევა, თვალები ებინდება, ვერაფერს აანალიზებს, სუნთქვა შეეკრა. ამ დროს მისკენ ნომერი ათი მირბის, ეხუტება და ეუბნება.

- დამთავრდა, მოვიგეთ... ბოლო ქულა შენ ჩააგდე! - ჩასჩურჩულა და უეცრად, გოგონამ ამოისუნთქა, გამოიხედა. თითქოს მის სხეულს დაუბრუნდა. ნაძალადევად გაიღიმა და ნომერ ათის მკერდზე მძიმედ დაეცა. არცაა გასაკვირი, ასეთი დამღლელი და დაძაბული თამაშის შემდეგ ძალა, რომ გამოეცალა და ფეხზე ვეღარ დგებოდა. გუნდის წევრები შემოეხვივნენ ერთმანეთს. სუნთქვა უჭირდა და ფეხზე ძლივს იდგა, ერთი სული ქონდა გასახდელში როდის შევიდოდა და ცივ წყლით იბანავებდა. ტრენერმა მხარზე ხელი ძლიერად დაადო და უთხრა.

- ყოჩაღ გრეი, ვიცოდი რომ ამას შეძლებდი. - ღიმილით უთხრა, გოგონამ თავი დაუქნია, მადლობის ნიშნად და გაუღიმა. თვალები მალევე გადაუტრიალდა და მოაჯირს დაეყრდნო. ძლივს შეახწია გასახდელშიდა და იბანავა. მოეშვა გამოფხიზლდა, ჩაიცვა და ამოისუნთქა.

ყველა დაღლილი იყო, ამიტომ ლაპარაკით თავი არც შეუწყხებიათ. ნომერი ათი, მივიდა გრეისთან, კარადას მიეყრდნო, მხრით. ემილიმ მას სათვალე ააცალა და სარკეში ჩაიხედა.

- მე უფრო მიხდება არა?! - სიცილით განუცხადა და თავი გვერძე გასწია, რომ სათვალე უკეთ შეეთვალიერებინა. ნომერმა ათმა სათვალე ააცალა და თვალები გადაატრიალა.

- ხო აბა! იოცნებე გრეი... - სიცილით უთხრა და სათვალე კვლავ თავად მოირგო.

Football or love?Where stories live. Discover now