დაცემული ანგელოზები - (2)

Start from the beginning
                                    

- მაგაზე ოცნება ნამდვილად არ მჭირდება, ანიტა - განუცხადა და თან სარკეში უცქერდა საკუთარ თავს. - ნეტავ მედლების და თასის ნაცვლად, გვირგვინს გვაძლევდენ. ნამდვილად მომიხდებოდა.

- ზოგჯერ რა სისულელეს წამოროშავ. - კვლავ თვალების ტრიალით მიუგო და კარადის კარი ხმაურიანად მიუხურა. - მორჩი საკუთარი თავის ცქერას და წამოდი წავიდეთ.

- სად, სახლში? - ცალყბად ჩაუცინა ემილიმ.

- ღადაობ? რა სახლში, ჯიასთან წავიდეთ და ავღნიშნოთ. - გოგონებმა ჩაიცინეს, ერთი კარგად გადაიკისკისეს.

- ხო და რაღას ვუცდით?! - ჩანთებს ხელი დაავლეს და გასახდელიდან გავიდნენ. სკოლის ეზოში მდგარი მანქანიდან, გოგონამ ხელი დაუქნია, რომელსაც შავი სათვალე ეკეთა. გოგონები მისკენ მივიდნენ.

- აბა საით, ჯიასკენ? - ღიმილით მიუგო მათ.

- ხო აბა? - კითხა ანიტამ და გოგონებმა სპორტული ზურგჩანთები „კაბრიოლეტის“ უკანა სავარძელზე დააწყვეს. ანიტა წინ მოთავსდა, ხოლო ემილი უკან დახტა.

- რა იყო, შენ სხვაგან მიდიოდი? - ღიმილით კითხა ემილიმ და გოგონას მანქანაში მდები ენერგეტიკული სასმელი გახსნა.

- ნუ ხარ ესეთი გამაღიზიანებელი გრეი, თორე მანქანიდან გადმოგაგდებ. - ხუმრობით მიუგო ემილის. მანაც ხელები ასწია და ქვედა ტუჩი გადმოაგდო, თანხმობის ნიშნად.

- კარგი ჩუმად ვარ, ნენსი... - გოგონებს გაეღიმათ, მანქანა დაძრა და გზას გაუდგნენ. ნენსი სწრაფად ატარებდა.

- ვიცოდი, რომ მოიგებდით. - სიჩუმე დაარღვია ნენსიმ. ამას გაფანტული და მელოდიის სამყაროში გადავარდნილი ემილის გამოფხიზლება და ცოტა გაღიზიანება მოჰყვა.

- არ მიყვარს, ეგრე რომ ფიქრობენ, ჩემზე მუდამ დიდ იმედებს ამყარებთ, რა მოხდება მაშინ როდესაც თქვენს იმედებს ვერ გავამართლებ? - სერიოზულად განაცხადა და წამოწვა, მზის სხივები სასიამოვნოდ ენათებოდა და ათბობდა.

Football or love?Where stories live. Discover now