22.

1K 48 20
                                    

*ჯონგუკთან და ჯიმინთან*

ჯონგუკი დიდი შემართებით ადის კიბეებზე და თავის ოთახში შედის, საჭირო ხელსაწყოები გამოაქვს და ჯიმინის ოთახში ქანდება.

ჯიმინი საწოლზე გულაღმა წევს და სადაცაა უკვე ჩაძინებას აპირებს, მაგრამ ჯონგუკმა ბედნიერებისგან დაიყვირა.

–ჯიმინ, რა დროს ძილია, აეგდე, დღეს უნდა გავერთოთ.–ჯონგუკი ბედნიერებისგან ხტუნაობას იწყებს და უკნიდან შამპანიურს აძრობს.

–პარაპაპაამ, მოდი დავლიოთ პატარავ.–ჯონგუკი ფრჩხილებს აკაკუნებს ბოთლზე და უაზროდ იღიმის.

–ჯონგუკ, დღეს არა, ცუდ ხასიათზე ვარ.–ჯიმინი წამით თავს სწევს და ახლა ბალიშში რგავს თავს.

–რა დროს ცუდ ხასიათზე ყოფნაა, დღეს უნდა დავტკბეთ ამ დღით.–ჯონგუკი ცდილობს მის წამოყენებას და ბოლოს ჯიმინიც დანებდა.

–დღეს რა ხდება, ასე აჟიტირებული რომ ხარ.–ჯიმინი თავს იქექავს და თვალებს ისრესს.

–ბავშვებს ვაკეთებთ საყვარელო.–ჯონგუკმა თვალი ჩაუკრა ჯიმინს.

–შეენ, რაებს მაიმუნობ, ცოტა დაყლევდი შენ მგონი, როდის იყო კაცები ბავშვებს აკეთებდნენ?–ჯიმინმა ბალიში გაუქანა მას.

–შენით დავყლევდი, რადგან თეჰ...–ჯონგუკმა სიტყვა შეწყვიტა,რადგამ ახლა თუ თეჰიონს გასცემდა წარუმატებლად ჩაივლიდა ეს დაგეგმილი დღე.

–შენით დავყლევდი აბა რა გეგონა, პირველ დღეს რომ ანგელოზად გამომეცხადე.–ჯონგუკმა წინადადება გადააკეთა შეუმჩნევლად და ჯიმინს ლოყებზე მოქაჩა.

–გაჩერდი რაა, არ გიცნობდე მაინც შე აფერისტო(ჩემი საფირმო ფრაზა).–ჯიმინმა მხარი გაჰკრა.

–ჰმმ...ახლა ნამდვილად არ ვაფერისტობ.–ჯონგუკი საჩვენებელი თითით ჯიმინის ნიკაპს სწევს მაღლა და უცინის.

ჯიმინი მისკენ გიჟივით იწევს და მის ტუჩებს აცხრება, თან ნაზი კოცნებით ამკობს ჯონგუკს, რადგან მისი ტუჩების გემო კარგად შეიგრძნოს, მაგრამ ჯონგუკი მას განზე სწევს.

ჯონგუკის პატარა მოჩი(რედაქტირების პროცესში)जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें