13.

800 54 30
                                    

Jungkook's pov:

–ჯიმინ, პატარავ, მომიცადე.–ჯონგუკი მას ედევნება, გარეთ წვიმს, თუმცა ახლა ეს არ ადარდებს.

–რატომ მომყვები?როგორ ახსნი იმას, რომ ჩემ გამო დატოვე იქაურობა, შენ ერთ-ერთი ჟიურის წევრი ხარ და ჯერ კიდევ ბევრი მონაწილეა გამოსასვლელი და შესაფასებელი.–ამბობს ჯიმინი.

–ჯანდაბაშიც წასულან, ახლა მხოლოდ ერთი რამ მადარდებს და ეს შენ ხარ.–ხელებს მორცხვად შლის ჯონგუკი, მაგრამ ჯიმინი ყოყმანობს.

–გთხოვ ჯიმინ, შემირიგდი,მხოლოდ ერთი შანსი მომეცი და ყველაფერს აგიხსნი და გამოვასწორებ.–ემუდარება ჯონგუკი და იმედიანი გამომეტყველებით თვალებში უყურებს.

–ჰმ...კარგი.–თავს უქნევს და მის მკლავებში ექცევა.

–ჯონგუკ.–დაბალი ხმით ეძახის ის.

–გისმენ, პატარავ.–დაბლა იხედება და ისევ თვალებში უყურებენ ერთმანეთს.

–მენატრებოდი.–ამბობს ჯიმინი  და თავს მის ყელში რგავს.

–მეც,გამიჭირდა შენი წასვლა.–თავზე ჰკოცნის ჯონგუკი.

–სხვა გზა არ მქონდა,ყველა ჩემზე გადმოდიოდა, შენი უაზრო ჩხუბის და სიტყვების გამო.–თავს სწევს და გაბუტული ტუჩებს პრუწავს, ხოლო ამაზე ჯონგუკს ეცინება.

–ვიცი, მაშინ ჩემი ბრალი იყო, თუმცა რაც ვთქვი სიმართლე იყო.დამალვა ვეღარ შევძელი, რადგან თემინი დამადგა მუქარით, მითხრა, რომ შენს თავს წამართმევდა, ხო და მეც საბუთი დავუდე თვალწინ და ვუთხარი,რომ ხელსაც ვერ დაგაკარებდა, რადგან დაგიცავდი და ამ სიტყვას შევასრულებ.–გაბრწყინებული ხმით ამბობს ის.

–ნუუ დავივიწყოთ წარსული და ვინაიდან და რადგანაც შევრიგდით, დაე ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრება.–ღიმილისგან ჯიმინს თვალები აღარ უჩანდა.

ჯიმინს ჩემს მკლავებში პატარა ბავშვივით ჩაეძინა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი მომხდარს,ეს დღე არასდროს დავამიწყდება.

ჯონგუკის პატარა მოჩი(რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now