10.

731 52 14
                                    

Jungkook's pov:

როგორც კი ჯიმინი თვალს მიეფარა, მე კიდევ ერთ ადგილას ვიდექი, როგორც აისბერგი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი ახლა, თუ რა სირობა რაღაც ჩავიდინე და ამით ჯიმინთან საქმე გავიფუჭე.საბოლოოდ დავიღუპე.

უკვე 2 საათია ქუჩებში უგზოუკლოდ დავეხეტები აქეთ-იქით.

–წინ უყურე, იდიოტო.–ვიღაც ტაქსის მძღოლი მისიგნალებს გზაზე და ძლივს ვტვინავ, რომ  წითელი ფერი ანთია და უკან ვიხევი.

–მაპატიეთ.–ვუბოდიშებ მძღოლს და ბარში დასალევად შევდივარ.

მეორე დღეა ზედიზედ გადაბმულად ვსვამ და გამოიცანით, ახლაც ბარში ვგდივარ და გათიშვამდე ვსვამ.

*3 საათის შემდეგ*

უკვე ძალიან გავითიშე სასმლით და თვალები მეხუჭებოდა, მაგრამ ზუსტად ამ დროს შეხვდა ჩემი თვალები ჯიმინს. მის გვერდით თეჰიონი იდგა და ორივენი გაკვირვებულები მიყურებდნენ, უეჭველი თეჰიონმა ჩვენი ამბავი იცის უკვე.

მე და ჯიმინი 2 წუთი ერთმანეთს თვალს თვალში ვუყრით, ხოლო შემდეგ ის მზერას მაშორებს, თეჰიონისკენ ტრიალდება და სადღაც მოფარებულ ადგილას სხდებიან, ვიღაც უხნობენის გვერდით.ნუუ, დანამდვილებით ვიცი, რომ ჯიმინი მათ არ იცნობს, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით თეჰიონზე.

ჯანდაბა თავი მიმძიმდება, თუ ზუსტად მახსოვს 10 ბოთლი არაყი დავცალე და ახლა მოლანდებებიც დამეწყო.

თავში სულ მე და ჯიმინის ჩხუბის სცენა ტრიალებს და არა და არ ჩერდება.

იუნგის დავურეკე, რადგან ვიღაც ახლა ძლიერ მჭირდებოდა, სამწუხაროდ ჩემი საყვარელი ადამიანი არაა და ეს გულს მიკლავს.როგორც ჩემი ჯიმინი მეტყოდა:"ნამდვილი ერთუჯრედიანი სირი ხარ ჯონგუკ" ახლა თავს ასე ვგრძნობ, სხვანაირად არც შეიძლება.

–ჯონგუკ, როგორ ხარ?–იუნგი ხელს მხარზე მადებს და თავს მაგიდიდან მაწევინებს.ახლა როგორი საცოდავი ვჩანვარ ჯიმინის თვალში.

ჯონგუკის პატარა მოჩი(რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now