7.

996 64 12
                                    

Jungkook's pov:

–ჯონგუკ, სახლში აგიხსნი,წამოდი.თემინ სხვადროს გნახავ.–ამბობს ჯიმინი.

–ვერ ნახავ, წავედით.–მაჯაში ეჭიდება ჯონგუკი ბიჭს მწარედ.

–გაუშვი, ის არსად არ წამოვა შენთან ერთად.–მეორე მხრიდან თემინი ეჭიდება ჯიმინის მაჯას.

–ხო? და შენ საერთოდ ვინ ხარ, რომ მიმითითებ რა გავაკეთო.–ჯონგუკი მასთან ახლოს მიდის,არ თმობს პოზიციას.

–მან მე შენზე მითხრა რომ აწუხებ, ასე რომ შეეშვი.–არც თემინია ნაკლები პოზიციის დათმობაში.

–მას თავად დაველაპარაკები სახლში, შენი ენის ტლიკინი აქ არავის ადარდებს.–ჯონგუკი თავისკენ ქაჩავს ჯიმინს და მიჰყავს იმ ადგილიდან.

–კიდევ შევხვდებით, ჯონ ჯონგუკ.– თემინი უყვირის შორიდან, თუმცა ჯონგუკი აიგნორებს ამას.

სახლში შედიან და ერთმანეთს ხმას არ სცემენ, ისე სხდებიან სავარძელში.ერთი ტელევიზორს უაზროდ შესცქერის, ხოლო მეორე მობილურშია და ვიღაცის პოსტებს სქროლავს.

–ასე რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ჩუმად? იქნებ დაიწყო მოყოლა იმის, თუ საიდან იცნობ მას.–სიჩუმეს ჯონგუკი არღვევს პირველი.

–პროდუქტების შესაძენად ვიყავი მაღაზიაში, ხოლო როცა იქიდან გამოვედი, ქურდმა ხელიდან გამომტაცა და მეც გავეკიდე.ამ დროს კი თემინი გამოჩნდა და ქურდი დაიჭირა.კაფეში ყავაზე დამპატიჟა, ერთმანეთი გავიცანით იქ, სულ ეს იყო და ვერ ვხვდები ამხელა აურზაურს რატომ აწყობ ამის გამო.–ჯიმინი ჩხუბს იწყებს.

–იმიტომ, რომ არ მინდა მან კიდევ ერთი საყვარელი ადამიანი წამართვას, ამჯერადაც.–ჯონგუკი ჰყვება ჩხუბში.

ჯიმინი გაურკვევლობაში ვარდება,აზრზე არაა ჯონგუკი რას ან ვის გულისხმობს ამაში.საყვარელი ადამიანი?ხელახლა წართმევა?ჯიმინს ინტერესი კლავს.

–საყვარელ ადამიანში ვის გულისხმობ?–დაინტერესებული ეკითხება ჯიმინი.

ჯონგუკის პატარა მოჩი(რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now