15.

638 45 23
                                    

Jungkook's pov:

2 დღეა შეუსვენებლად დავეძებ,თემინის ყველა ადგილსამყოფელი შევამოწმე, თუმცა ვერაფერი ვიპოვე.

გიჟს ვგავარ, ხალხს ჩემი ეშინია, როდესაც აქეთ-იქით დავრბივარ. ტვინში მხოლოდ ჯიმინი მიტრიალებს.მე მას აუცილებლად ვიპოვნი!

–რა ქენით,ბიჭებო?–კითხულობს ჯონგუკი და თმაში ხელებს იცურებს ძალაგამოცლილი.

–არაფერი ისმის ჯერ ისევ.–პასუხობს ნამჯუნი.

–რა გავაკეთო, აღარ ვიცი, საკუთარ თავს აღარ ვგავარ.–იატაკზე ჯდება და ცრემლების ნაკადი იწყებს მისი თვალებიდან ლოყებამდე სრიალს.

–წამოდი ბარში, დავლიოთ, გული გადააყოლე და თან ცოტას ამოისუნთქებ.–იუნგი ექაჩება გასასვლელისკენ და ჯონგუკიც თანხმდება.

*მთვრალი თხა*

ჭიქას ჭიქაზე ვცლით მე და იუნგი, თუმცა მას სულაც არ ეტყობა სიმთვრალე.

–ჯონგუკ, ვიცი ახლა რასაც გეტყვი შეიძლება გაბრაზდე, მაგრამ ერთი ლამაზი გოგო გიყურებს და არ გინდა გამოიპატიჟო საცეკვაოდ?–თვალის ჩაკვრით ეკითხება იუნგი.

–იუნგი, არ მაქვს შენი ნერვები ახლა, რაებს მიედ-მოედები?!–უშარდება ჯონგუკი.

–წამოდი, აქ იმისთვის მოვედით რომ გაერთო.–იუნგი მიათრევს მას გოგოსკენ.

–შენ ჯონგუკი ხარ, ხომ?მე ნატალი მქვია, სასიამოვნოა.–ხელს უწვდის ჯონგუკს, თუმცა ის ჯონგუკი უკან იხევა.

–ბოდიში, მაგრამ გოგოებზე ალერგია მაქვს.ხო ისე, ჩემი სახელი საიდან იცი?–ჯონგუკი დაინტერესებული ხმით ეკითხება გოგოს, მაგრამ მის ნაცვლად უკნიდან ვიღაც პასუხობს და უფრო უახლოვდება ჯონგუკს.

–იქიდან, რომ მე მოვუყევი შენზე ყველაფერი, ჯონ ჯონგუკ.–მის დგება ბიჭი და ჯონგუკი მუშტს ძლიერად კრავს მის დანახვაზე.

–ევან გილბერტ, აქ რა აკეთებ, შე ჩათლახო?–ჯონგუკი სახეს მის სახესთან აახლოვებს და მუშტს ამზადებს დასარტყმელად.

ჯონგუკის პატარა მოჩი(რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now