20.(smut😈)

974 45 18
                                    

*ბიჭებთან*

–ევან,შენმა ბიჭებმა რამე გაარკვიეს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეუყვანა ჯიმინს ჩუმად წამალი?–ამბობს იუნგი.

–ჯერ ვერა, თუმცა მალე გავიგებთ.–პასუხობს ევანი.

უცებ ვიღაც შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი კაცი გარბის და ევანის სახეც წამებში იცვლება.

–ან იქნებ...ის არის, ვინც ჯიმინის მოწამლა დაავალეს.–ამატებს ევანი.

–დარწმუნებული ხარ?–დაეჭვებით ეკითხება იუნგი მას.

–კიი, რადგან როცა ჯიმინს იტაცებდნენ ერთ-ერთი მათგანი იყო იქ და გუშინაც შევამჩნიე.ამჯერად ვერ გადარჩება.–ევანი ძალებს იკრებს და მისკენ მთელი ძალით გარბის.

–შე ნაბიჭვარო, სად გარბიხარ?–იუნგი ევანს 2 წამით აყოვნებს.

–მოიცადე, ჯონგუკს არ ვუთხრათ?–კითხულობს ის.

–არა, ჩვენვე მოვაგვარებთ ამას, ახლა კი გამიშვი, სანამ თვალს მიეფარა და სამუდამოდ არ დავკარგე.–პასუხობს ევანი და ისიც ხელს უშვებს და მისი მიმართულებით იწყებენ სირბილს.

თითქმის ახლოს იყვნენ ევანი და იუნგი,თუმცა ჩამორჩნენ.უცნობი როგორც კი დარწმუნდა იმაში, რომ.უკან ჩამოიტოვა ისინი, კედელს მიეყუდა და ღრმად ამოისუნთქა.

–ახლა ვერსად წახვალ.–ერთობლივად გაისმა ბიჭების შეძახილი მარცხენა მხრიდან.

უცნობმა მარჯვენა მხარეს გაქცევა დააპირა, მაგრამ იქიდან ჯონგუკი დაუხვდა და შეშინებულმა მის წინაშე დაიჩოქა.

–სად მიდიოდი?–ჯონგუკმა წარბები აუწია კითხვისნიშნით და ნაგლურად ჩაიცინა.

–გთხოვთ, ეს ჩემი სურვილით არ მიქნია, თემინი დამემუქრა მოკვლით და მეც სხვა გზა არ მქონდა.–ხმის კანკალით ამბობს ის.

–ჰაჰ,ასეთებმა ოღონდ საკუთარი ტრაკი გადაარჩინოთ და სხვა სულ ფეხებზე გკიდიათ როგორც ყოველთვის, არა?–იცუცქება ჯონგუკი, მის სახეს უხეშად სწევს მაღლა და მხეცის თვალებით ჩაჰყურებს მას.

ჯონგუკის პატარა მოჩი(რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now