19.

655 45 6
                                    

Jimin's pov:

-გაიღვიძე პატარავ? როგორ მენატრებოდი.-ყურებამდე უღიმის ჯონგუკი ბიჭს.

-ვინ ხარ შენ? ვიცნობთ ერთმანეთს? -გაკვირვებული უყურებს ჯიმინი მას და თავს შორს იჭერს მისგან.

-მართლა არაფერი გახსოვს ჩემს შესახებ?-ნაწყენი ხმით ეკითხება ჯონგუკი.

-არა, შეგიძლია მომიყვე?-ჯიმინი წამოჯდა და ჯონგუკს თვალებში ჩააშტერდა.

-მე და შენ ერთმან...-ჯონგუკი წინადადებას წყვეტს, როდესაც სამანტა შემოდის.

-ბოდიში ჯონგუკ, რომ შემოგეჭერით, მაგრამ ხომ ხვდები, დედის გულმა ვეღარ მოითმინა...-სამანტა უხერხულად იშმუშნება, თუმცა როდესაც ჯიმინს ხედავს სულელივით კრეჭვას უწყებს შვილს.

-ჯიმინ, გახსოვარ?-ეკითხება სამანტა.

-კიი, დეე, შენ როგორ უნდა დამვიწყებოდი.-ჯიმინი კრეჭვით აბრუნებს პასუხს.

-მოდი აქ, როგორ მომენატრე.-სამანტა ბიჭს ეხუტება, ჯიმინიც მჭიდროდ ხვევს ხელს.

-აბა აბა, აქ ვინ გვყავსო? მალევე გამოფხიზლებულხარ ლომო.-ნამჯუნი უახლოვდება ჯიმინს და ხელს მხარზე არტყამს.

-აუჩ, მეტკინა ჯუუნ, ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჯერ არ გამოვკეთებულვარ ბოლომდე.-ჯიმინი ტკივილისგან იშმუშნება და უცებ რაღაც უტივტივდება გონებაში.

წამიერად აშტერდება კედლის ერთ-ერთ კუთხეს და მის გონებაში ერთი საშინელი მომენტი ტრიალებს.ესმის, თუ როგორ ითხოვს შველას ის, მაგრამ იქ მყოფები არ აქცევენ ყურადღებას.

-მოჩი, კარგად ხარ? რამე გაგახსენდა?-თეჰიონი ხელს ნაზად უსვამს მას ზურგზე.

ჯიმინი ყოვნდება, არ იცის როგორ ახსნას ეს მომენტი, არსაიდან ჩაემის ხმები, ხოლო კადრები ირგვლივ გაშავებულია მის გონებაში.

-არა, ჯერჯერობით არაფერი გამხსენებია თეჰი.-სახეს ისე იჭერს ჯიმინი, ვითომ საერთოდაც არ გაუგონია ეს ხმები.

ჯონგუკის პატარა მოჩი(რედაქტირების პროცესში)Unde poveștirile trăiesc. Descoperă acum