5.

981 62 34
                                    

Jimin's pov:

დღეს შაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი ვარ და სკოლა არ მაქვს.საწოლიდან ვდგები და ჩემი დღის სიის ჩამოწერას ვიწყებ.

–ე.ი, 13:00-ზე მაღაზიაში წავალ პროდუქტების შესაძენად,ხოლო სადღაც 18:00-სკენ პარკში გავივლი.დიდი ალბათობით თეჰიონსაც ვესტუმრები .–ვბუტბუტებ ჩემთვის და როგორც იქნა, ვამთავრებ სიის ჩამოწერას.

ჩავედი სამზარეულოში, რამიონი მოვიმზადე, რადგან დედა უკვე წასული იყო სამსახურში და ვერ მოამზადა.

როდესაც ჭამას მოვრჩი,მისაღებ ოთახში გავედი ფილმის ასარჩევად.პოპკორნი მოვიტანე და "holy date"(ძალიან მომეწონა😁)ჩავრთე.ფილმი დამთავრდა თუ არა, ეგრევე გავემზადე, რადგან დრო უკვე ახლოვდებოდა.

–თუ შეიძლება აქ დააწყვეთ თქვენი პროდუქტები.– ღიმილით მეუბნება დისტრიბუტორი და მეც ვულაგებ,რომ გაატაროს.

ამ პროცედურის შემდეგ გოგო თვალს მიკრავს და მანიშნებს ხელით უკანა გასასვლელისკენ.ოღონდ ეს არა, მას რა, ჩემთან სექსი სურს? უკაცრავად, მაგრამ ასე ადვილად ხელმისაწვდომი არ ვარ, ამიტომ ვერ მივართვი.

აიი ასე, ჰორმონებმოწოლილ გოგოს ვაიგნორებ და უკანმოუხედავად მივდივარ გასასვლელისკენ.

თითქმის სახლთან ვიყავი მისული, რა დროსაც ვიღაცამ, ჩემს შეძენილ პროდუქტებს ხელი დასტაცა და გაიქცა.მეც რა თქმა უნდა გავეკიდე და უცებ არსაიდან გამოჩნდა უცნობი ბიჭი, რომელსაც კაპიშონი ეფარა თავზე და მისი სახე ვერ შევამჩნიე.

მან ის ქურდი დაიჭირა, ერთი კარგად უთავაზა და გაუშვა, ხოლო ჩემი პარკი მომაწოდა და თავიდან გადაიწია კაპიშონი.

–გამარჯობა, მე თემინი მქვია, შენი სახელი?– ღიმილით მიწვდის ხელს ჩამოსართმევად.

–გამარჯობა, მე პაკ ჯიმინი ვარ, სასიამოვნოა შენი გაცნობა.– და ხელს ვართმევ ღიმილით.სასიამოვნო ბიჭი ჩანს.

ჯონგუკის პატარა მოჩი(რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now