-შენს მეორედ დაკარგვას ვეღარ გადავიტან, მაპატიე ჩემი სისუსტე. აგრძელებდა იგი.

ხმის ამოღება არ შემეძლო. მასზე ჯერ კიდევ ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა გულს კვლავინდებურად მიკლავდა.

-შენ მართალი ხარ, მე იზაბელა პეინი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მიზეზი იმისა, თუ სიმართლე რატომ არ გითხარი, უნდობლობა კი არა, შენი დაცვისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი. 

ცოტახანს ჩერდება, ცრემლებს იწმენდს და შედარებით მშვიდად განაგრძობს მოყოლას.

-დედა გარდაიცვალა, არა, კი არ გარდაიცვალა, მოკლეს.

მე გაოცებული ვუყურებ მას და ვცდილობ ბოლომდე გავაანალიზო იზის ნათქვამი.

მერი ჯოუნსი ჩემთვის როგორც მეორე დედა ისე იყო. ამ ამბის გაგების შემდეგ კი გულის რაღაც ნაწილში სიცარიელეს ვგრძნობ, ახლა საერთოდ ვმუნჯდები და ცრემლებს ვეღარ ვიკავებ. წარმომიდგენია ეს ამბავი იზისთვის რა მტკივნეული იქნებოდა, ამიტომ ვცდილობ რაიმე სანუგეშო სიტყვა ვუთხრა, მაგრამ არაფერი არ მომდის აზრად.

-იზი, მე...   საუბარს ვიწყებ, თუმცა არ მამთავრებინებს.

-არა, ლუ. ახლა თუ არ დავასრულე თხრობა შემდეგში უფრო მტკივნეული იქნება.  მეუბნევა და სახიდან მეამბოხე ცრემლს მაშორებს, რომელმაც დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მოახერხა თავის შეხსენება.

მის თვალებში უზომო სსვდა ილანდება და იმის გამო, რომ ვაიძულებ ტკივილის შეხდენებასა ყველაფრის თავიდან განცდას ჩემი თავი მძულს.

-დედამ ალეკის საიდუმლო გაიგო, სამხილების განყოფილებაში მიტანას აპირებდა, როდესაც ალეკის ხალხი აგვედევნა და გზიდან ხევში გადაგვაგდო. დედა დამეხმარა და მანაანიდან მანამ გადავხტი, სანამ აფეთქდებოდა, მაგრამ მერი საკუთარ თავს ვეღარ დაეხმარა. ასე გადავრჩი მე, მაგრამ დავკარგე სახე, სახელი და დედა.

Sunset N.H Where stories live. Discover now