Chapter 11

88 11 15
                                    

Louis's POV

-თავს ნურაფერში იდანაშაულებ, შენი ბრალი არ ყოფილა, არც ის გოგო მოძებნო, მერწმუნე ცხოვრებას აგირევს.

თავდაპირველად იზაბელას ეს სიტყვები უზომოდ მაბნევენ, ვერ ვხვდები რას გულისხმობს, შემდეგ ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე იწყებს დალაგებას.

მასთან პირველი შეხვედრისას ისე მომესალმა, როგორც ძველ ნაცნობებს ესალმებიან, მისი ყოველი გამოხედვა, უხეში სიტყვები, მაგრამ თბილი ქცევები, გულწრფელი ღიმილი და მრავლისმეტყველი თვალები.

რაღაცის თქმას ვაპირებ, მაგრამ ვხედავ როგორ უწყლიანდება თვალები და გაქცევას ლამობს, რა დროსაც წიგნები ძირს ცვივა.

სწრაფად აგროვებს და სწრაფადვე მშორდება.

-იზი! იზი მგონი ვხვდები რის თქმასაც ცდილობ.  ვუყვირი, მაგრამ ის ფეხს უფრო უსწრაფებს და ასე გაურკვევლობაში მტოვებს.

უკან არ ვედევნები, რადგან არ მინდა წინასწარ რაიმე ვიფიქრო, იქნებ უბრალოდ დაემთხვა ყველაფერი? თანაც ჩემს იზაბელას გარეგნულად სულაც არ ჰგავდა, მხოლოდ თვალები ჰქონდა მასსავით თაფლისფერი.

უკან სკამზე ვბრუნდები, სახეს ხელებში ვიქცევ და წარსულს ვიხსენებ.

მიყვარდა იზაბელა ჯოუნსის უდარდელი გამოხედვა და თვალისმომჭრელი ღიმილი, მასთან განშორება ჩემთვის იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ველოდი, თითქოს ჩემი სულის ნახევარს მომაშორეს.

იზი ყველა ჭრილობის უებარი წამალი იყო, მის გარეშე კი სულში ჭრილობა გამიჩნდა, რომლის წამალიც ვერადა ვერ მიპოვნია.

ბავშვობაში ყველა ერთად ყოფნას გვიწინასწარმეტყველებდა და მაშინ ეს მინდოდა კიდეც, მაგრამ ახლა ვფიქრობ და ვხვდები, რომ მე უბრალოდ მინდოდა ყოველთვის მის გვერდით ვყოფილიყავი, როგორც მისი მეგობარი და უფროსი დამცველი ძმა.

სასაცილოა, როგორ გვეთამაშება ცხოვრება, ერთ წუთში საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა იმდენად არ გყოფნის, რომ მისთვის თავის გაწირვაც კი შეგიძლია, მაგრამ მეორე წუთში მისგან მხოლოდ მოგონებები და ფიქრი გრჩება, თუ რა მოხდებოდა ერთმანეთი რომ არ დაგეკარგათ.

Sunset N.H Where stories live. Discover now