Chapter 3

201 19 8
                                    

იზაბელას პ.ო.ვ

დედამ სკოლაში მიმიყვანა მანქანით, თვითონ კი სამსახურში აგვიანდება. ვგრძნობ რომ არ უნდა გავუშვა, თუმცა უეცრად მეტყველების და მოძრაობის უნარი მიქრება, ვხედავ დედას რომელიც სანამ მომშორდება ღიმილით მეუბნევა.

-თავს გაუფრთხილდი ჩემო ტკბილო.

რამოდენიმე მეტრით მშორდება მე კი კვლავ მიმავალ მანქანას მივშტერებივარ და ვერაფერს ვაკეთებ.

უეცრად საიდანღაც ალეკის ხალხი გამოჩნდა, მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. კივილი მინდა, თუმცა ამის ძალა არ შემწევს, მანქანა ფეთქდება და მეც კივილით მეღვიძება.

ვგრძნობ, რომ ოფლისაგან სულ დავსველებულვარ, სახეზე კი ცხელი ცრემლის წვეთები მელამუნება.

ოთახში შეშფოთებული ლიამი შემოდის.

როდესაც ასეთ მდგომატეობაში მხედავს ყველაფერს ხვდება და მიახლოვდება, შუბლიდან თმას ყურსუკან მიწევს და მეხუტება.

-არ იტირო, ყველაფერი კარგად იქნება. მეუბნევა ჩურჩულით.

მე საერთოდ ვერაფერს ვამბობ, ვიცი ახლა თუ დავილაპარაკებ ისტერიული ტირილი ამივარდება და დითხანს ვეღარ დავწყნარდები, მე კი არმინდა ლიამმა, ან საერთოდ ვინმემ ასეთ დღეში მნახოს, მე ძლიერი უნდა ვიყო.

როდესაც ხმას არ ვიღებ ისევ ლიამი აგრძელებს საუბარს.

-მოდი მოწესრიგდი და გავისეირნოთ, თან ჩემს მეგობრებსაც გაგაცნობ.

როგორც კი თავის დაკვრით ვეთანხმები იგი ფეხზე დგება და ოთახს ტოვებს.

მე შხაპს ვიღებ და თავს ვიწესრიგებ.

იმას ვიცვამ რაც პირველი მომხვდა ხელში, რადგან საერთოდ არ მაინტერესებს როგორ გამოვიყურები.

ადრე მცირეოდენ მაკიაჟს ვატარებდი, მაგრამ ახლა არც ეს აღარ მაინტერესებს, რადგან ეს სახე მე არ მეკუთვნის და ვერ ვიტან მას.

Sunset N.H Where stories live. Discover now