Chapter 4

165 17 14
                                    

ბელას პ.ო.ვ

დილით კარის ჯახუნი და უცნობი გოგონას ყვირილი მაღვიძებს.

-ჰარი ედვარდ სტაილს რამდენჯერ უნდა გითხრა, უნებართვოდ არ შეხვიდე ჩემს ოთახში და არაფერს არ შეეხო!

მე შეშინებული წამოვჯექი საწოლში და გოგონას გაოცებული მზერა მივაბყარი.

ისიც არანაკლებ გაოცებული მიყურებდა.

-ვინ ხარ? სასოწარკვეთილმა შეჰყვირა.

მისმა კითხვამ ისე დამაბნია, თითქოს კვანტური ფიზიკის ფორმულა მომთხოვა.

უნდა მეკითხა თავად ვინ იყო, თუმცა მისმა სახის ნაკვთებმა მაშინვე გასცეს, იგი ძალიან გავდა თავის ძმას იმ განსხვავებით, რომ მწვანის მაგივრად ყავისფერი თვალებით მიცქერდა.

-შენ ჯემა ხარ ხომ? ურწმუნოდ ვკითხე, რადგან ზუსტად არ მახსოვდა მისი სახელი.

-დავუშვათ ასეა, შენ თვითონ ვინ ხარ? შედარებით დამშვიდებულმა იკითხა.

პასუხის გაცემას ვაპირებდი, როდესაც ოთახში სამი ბიჭი შემოვარდა.

-ჯემა ერთი წუთით გამომყევი. მუდარით უთხრა ჰარიმ უმცროს დას, თუმცა გოგო დანებებას არ აპირებდა.

-არსადაც არ წამოვალ სანამ არ მეტყვით ეს გოგო ვინაა და ჩემს ოთახშ რას აკეთებს. დაასრულა და ხელები გულზე დაიკრიფა.

-ის ჩემთანაა. საუბარში ლიამი ჩაერთო.

შევამჩნიე ამის გაგონებისას ბრაზით როგორ წამოწითლდა, ალბათ შუაზე გამგლეჯდა ლიამს საუბარი რომ არ გაეგრძელებინა.

-ჩემი ბიძაშვილია, ახლახანს გადმოვიდა ჩემთან. არ უნდოდა ჰარის მარტო დარჩენა, ამიტომ აქ დარჩენა მოგვიწია. მშვიდად აუხსნა ლიამმა.

ახლა გოგონამ მზერა მე მომაბყრო რათა დარწმუნებულიყო ლიამის სიტყვებში.

-იზაბელა პეინი. უხერხულად გავუწოდე ხელი, თან დავამატე. -შეგიძლია ბელა დამიძახო.

Sunset N.H حيث تعيش القصص. اكتشف الآن