Chapter 8

100 11 13
                                    

სკოლაში საინტერესო არაფერი ხდება, მხოლოდ უაზრო გაკვეთილები და მცირეხნიანი საუბრები მეგობრებთან დასვენებებზე.

ჯერ კიდევ ვფიქრობ, შეცდომა ხომ არ დავუშვი, ლუის სიმართლე რომ დავუმალე.

მართალია ნამდვილად კარგი მეგობრები შევიძინე აქ, მაგრამ ლუი განსაკუთრებულია, ის ისეთ იზაბელას იცნობდა, რომელიც აღარ არსებობს, ან თავად არ ვაძლევ უფლებას იარსებოს.

მაგრამ მეორე მხრივ ვიცი, რომ ვინმესთან წამოსცდება ჩემი ნამდვილი ვინაობა. ამ ვინმეში კი ნაილს ვგულისხმობ.

ის ისეთი გულწრფელი და ბავშვურია, არ ვიცი სიმართლის გაგების შემდეგ რას მოიმოქმედევს, მისი დაკარგვა არ მინდა მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არც არის.

ვაღიარებ მისმა სილაღემ და იშვიათმა სილამაზემ აშკარად მომხიბლა, ამიტომაც უნდა ვიჭერდე თავს მისგან შორს, მაგრამ არ შემიძლია, საკუთარ თავთან ბრძოლისაგან უკვე საკმაოდ დავიღალე.

ბოლო გაკვეთილი მთავრდება თუ არა ეზოში გამოვდივარ, ხის სკამზე ვიკავებ ადგილს და წიგნის კითხვას ვაგრძელებ.

ბავშვები გაფრთხილებულები მყავან, რომ არ დამელოდონ, ამიტომ მიკვირს, როდესაც ჩემს გვერდით ვიღაც იკავებს ადგილს.

თავდაპირველად ნაილი მეგონა, მაგრამ წიგნისაკენ დახრილი სკოლის უნიფორმის კაბას ვხედავ და ინტერესით ვიხედები ზემოთ.

-სქაი? გაკვირვებული ვამბობ.

-ჰეი ბელა, გამარჯობა, მაგრამ წეღან უკვე გნახე. იბნევა, ბურტყუნებს და ხანდახან სიწითლეც გადაჰკრავს.
-მოკლედ, რაღაცის კითხვა მინდა. მომლოდინედ მიყურებს.

-გისმენ. ვეუბნევი დაინტერესებული.

-მე... მოკლედ, მაინტერესებდა... არა, არაფერი, დაივიწყე. სწრაფად დგება და წასვლას აპირებს, მაგრამ ვაკავებ.

-ჰეი, ცოტა მოეშვი კი არ შეგჭამ. სიცილით ვეუბნევი და უკან სკამზე ვსვამ.

Sunset N.H Where stories live. Discover now