Chapter 7

132 16 8
                                    

დედა მემშვიდობება და წარმატებულ დღეს მისურვებს. მისი შეჩერება მინდა, მაგრამ ყველაფრის უნარი წართმეული მაქვს, უეცრად ალეკი ჩნდება და ისმის მანქანის აფეთქების გამაყრუებელი ხმა.

მეღვიძება.

კოშმარები ყოველ ღამით მესიზმრება. ყოველთვის ვცდილობ გავაფრთხილო დედა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, თუმცა ეს არასდროს არ გამომდის.

საბედნიეროდ ამჯერად მაინც არ გამიღვიძებია ლიამი.

საწოლის გვერდით ტუმბოზე მდგარ საათს ვაკვირდები და ვაცნობიერებ, რომ ჯერ მხოლოდ პირვლის ნახევარია.

ძილი აღარ მეკარება.

ფურცელსა და ფანქარს ვიღებ და ხატვას ვიწყებ.

ეს ყოველთვის მეხმარება. თითქოს ჩემგან უარყოფით ენერგიას დევნის.

ვფიქრობ ჩემი ხასიათის ცვლილებაზე.

ამ ბოლო დროს ისეთი ჩაკეტილი და უხასიათო გავხდი, რომ ჩემი თავის ატანა თავადვე მიჭირს. ჩემი ბავშვურობა და მხიარულება მხოლოდ ჯემასთან და ბიჭებთან იჩენს ხოლმე თავს, მაგრამ ვფიქრობ ასე უკეთესიცაა, ასე ბევრად მარტივია.

მართალია სულ რამდენიმე კვირაა, რაც სწავლა დაიწყო, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ სკოლა არც ისეთი კოშმარი აღმოჩნდა როგორსაც ველოდი, თუმცა მაინც საშინელებაა.

არვიცი რა გავაკეთო ლუისთან მიმართებით. მისგან თავი შორს დავიჭირო, ახლიდან დავუახლოვდე მას როგორც იზაბელა პეინი თუ სიმართლე ვუთხრა?

ოჰ ეს ყველაფერი ისეთი ძნელია.

რატომ უნდა მიწევდეს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ამ ასაკში, ნაცვლად იმისა, რომ დედასთან ვკამათობდე საკმარისად დიდი ვარ თუ არა მაკიაჟის სატარებლად?

ამ ფიქრებში გართულმა ვერცკი გავიაზრე ისე გადმოვიტანე გონებაში აღბეჭდილი დედის მომღიმარი სახე ფურცელზე. სიყვარულთ დავხედე მის უნაკლო ნაკვთებს და სევდიანად გავიღიმე.

Sunset N.H Where stories live. Discover now