Chapter 10

89 10 37
                                    

Bella's POV

კარენი თითქმის არასდროსაა სახლში, ამიტომ კვლავ ლიამი ამზადებს საუზმეს, რაც მართლა ძალიან კარგად გამოსდის, ვცდილობ დავეხმარო, მაგრამ უფლებას არ მაძლევს.

-გემრიელად მიირთვი. მეუბნევა მას შემდეგ, რაც ყველაფრის მომზადებას ასრულებს და თავადაც მაგიდასთან ჯდება.

-მადლობა, მაგრამ ამის მერე მეც მოგეხმარები ხოლმე. ვეუბნევი და ომლეტს ვსინჯავ.
-უგემრიელესია. ვამბობ გულწრფელად.

პასუხად მხოლოდ მიღიმის.

ცოტახანს უხმოდ შევექცევით საუზმეს, შემდეგ ლიამს ყველაფრის ალაგებაში ვეხმარები და რადგანაც სკოლამდე ჯერ ადრეა, ტელევიზორთან ვიკავებთ ადგილს, თუმცა არცერთი არ ვუყურებთ მას.

-ჯემაზე რას ფიქრობ? ვეკითხები პირდაპირ.

ის გაკვირვებული მიყურებს, შემდეგ კი მხრებს იჩეჩს.

-ძალიან კარგი გოგონაა, ლამაზი, საყვარელი და მხიარული. რატომ მეკითხები?

-გეტყვი, მაგრამ არ გაბრაზდე, კარგი? ვეუბნევი ეშმაკური ღიმილით, ის კი ეჭვით მიყურებს, მაგრამ მაინც მიქნევს თავს.

-ვხედავ, რომ მოგწონს და ისიც არ ჩანს გულგრილი, ვფიქრობ ყველაფერი უნდა უთხრა, ერთმანეთისათვის იდეალურები ხართ და ძალიან უხდებით.

-ფიქრობ, რომ მასაც მოვწონვარ? მეუბნევა ღიმილით, თუმცა შემდეგ ხვდება, რომ რაღაც წამოსცდა. -ანუ ვგულისხმობ მომწონს, კარგი მეგობარია.

-მხოლოდ მეგობარი? ვეუბნევი და თვალებით ვბურღავ.

ის ხმამაღლა ოხრავს და საბოლოოდ ამბობს.

-კარგი, ვაღიარებ, რომ დიდი ხანია მომწონს, მაგრამ ის ჰარის დაა, ჩემი საუკეთესო მეგობრის და. ეს არასწორად რომ გაიგოს ჰარიმ? თანაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ჯემაც იგივეს გრძნობს, მგონია, რომ უფროს ძმად აღიქვამს.

-პირველ რიგში დარწმუნებული ვარ, რომ მასაც მოსწონხარ, რაც შეეხება ჰარის, მას ორივენი ძალიან უყვარხართ და ვფიქრობ თქვენი ბედნიერების წინააღმდეგ არასდროს წავა, თუ არადა ურჩევნია ჩემს მუშტს კარგად დაემალოს.

Sunset N.H Where stories live. Discover now