Chapter 13

101 11 21
                                    

Lou's p.o.v

მდინარის პირას ვზივარ და უხმოდ ვაკვირდები გარემოს.

იმედგაცრუებული ვარ ყველაფრით, ამაზე ფიქრი საერთოდ არ მინდა, მაგრამ თავში სხვა აზრი უბრალოდ არ მიტრიალებს.

ვიცი, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ ვფიქრობ უნდობლობა არაფრით დამიმსახურებია, უბრალო ახსნას მაინც ვიმსახურებდი.

პატარა კენჭს ვიღებ და მდინარის მიმართულებით ვისვრი.

ვიცი უცნაურია, მაგრამ ეს თითქოს ცოტათი შველის ჩემს განწყობას, ამიტომ კდევ რამდენჯერმე ვიმეორებ იგივეს.

საბოლოოდ როცა ვიღლები კვლავ ნაპირზე ვიკავებ ადგილს, თავს ხელებში ვრგავ და ვცდილობ რამე მოვიფიქრო.

როგორ უნდა შევინარჩუნო სიმშვიდე ბელას ყოველი დანახვისას? ისე როგორ მოვიქცე, თითქოს ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს? ის ხომ ჩემთვის ოჯახის ნაწილია, ოჯახიდან კი მხოლოდ დედა, ლოტო და ის დამრჩნენ.

დასანანია, რომ სხვა გზა არ მაქვს.

მოსაღამოვდა და უკვე წამოსვლას ვაპირებდი, როდესაც ჩემსკენ მომავალი ორი სილუეტი დავინახე.

ერთი ცოტა მოშორებით გაჩერდა, მეორემ, კი სვლა ჩემსკენ განაგრძო.

რაც უფრო მიახლოვდებოდა ფეხს მეტად უჩქარებდა, ბოლოს უკვე სირბილზე გადავიდა, მე კი უბრალოდ ვიდექი და გაკვირვებული ვუყურებდი მას.

როდესაც საბოლოოდ გავარკვიე, თუ ვინ მიახლოვდებოდა, რეაგირება ვერ მოვასწარი.

ისე ძლიერად ჩამეხუტა, რომ თავის დახსნა ვერ შევძელი.

საბოლოოდ მეც დავნებდი და ნელა მოვხვიე ხელები.

-გთხოვ მაპატიე. ტირილის გამო მისი სიტყვები ძლივს გავარჩიე. -ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ მაპატიე, კარგი?

მე უბრალოდ თავი დავუქნიე, ფრთხილად დავსვი ჩემს გვერდით და ვაცადე, რომ ცოტა დამშვიდებულიყო.

Sunset N.H Where stories live. Discover now