Chapter 1

422 26 7
                                    

მანქანა 120კმ/სთ სიჩქარით მიაპობს ივნისის გამომშრალ და უხეშ ჰაერს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

ჩამსხვრეული მინებიდან შემომავალი ქარის ზუზუნის გადასაფარად ყვირილი მიწევს, რათა ჩემი სიტყვები ჩემს გვერდით მჯდომმა გაიგონოს.

-დედა უფრო სწრაფად, ეს ალეკის ხალხია.

-ნუ ღელავ ძვირფასო, ყველაფერი კარგად იქნება. მეუბნევა და მიღიმის.

იცის, რომ საერთოდ არაფერი არ იქნება კარგად, იცის, რომ ჩვენი წუთები დათვლილია და მაინც იღიმის, მე მიღიმის.

-მიყვარხარ. ვეუბნევი რადგან ეს უკანასკნელი იქნება რასაც იზაბელა ჯოუნსის ბაგეები წარმოთქვამენ.

-მეც მიყვარხარ პრინცესავ. დედის თვალები სევდას მოეცვა.

მერი სიჩქარეს უმატებს, თუმცა უკვე აზრი აღარ აქვს, აზრი საერთოდ აღარაფერს აქვს.

წამებში მანქანის ბორბალს ტყვია ხვდება, დედა საჭეს ვეღარ იმორჩილებს და პირდაპირ ხრამში ვეშვებით.

დრო ნელდება, დაცემამდე ცხადად ვხედავ როგორ სასოწარკვეთილი ცდილობს დედა, რომ როგორმე ჩემი ღვედი შეხსნას, ამავდროულად რაღაცას მიყვირის, თუმცა სიტყვები მანამ არ მესმის, სანამ მეორედ არ მიმეორებს.

-კარი გააღე და გადახტი, ეს ერთადერთი შანსია.

სასოწარკვეთილი ვუყურებ მას და ვცდილობ გავიაზრო რას მთხოვს, ის კი თავის ღვედს ეჯაჯგურება, რათა თავი გაინთავისუფლოს, თუმცა ყოველი ცდა ამაოა.

-შენ? ეს ერთადერთი სიტყვაა, რომლის წარმოთქმასაც ვახერხებ.

მანქანა კი შეუჩერებლად მიიწევს ქვემოთ, ალბათ ახლა რომ შეგეხედათ ვერც კი იცნობდით ახალთახალ რეინჯროვერს, რომელიც უსარგებლო ჯართად გადაქცეულიყო.

-ახლავე გადახტი! მიყვირის კვლავ, თუმცა მაინც ვაყოვნებ. -იზი, ცხოვრება უნდა გააგრძელო, ეს ჩემთვის უნდა გააკეთო. ხმა ულბება და უკვე თვალებით მევედრება, შევასრულო მისი მითითება.

Sunset N.H Onde as histórias ganham vida. Descobre agora