Chapter 14

140 15 56
                                    

Bella's P.O.V

უჩვეულოდ სასიამოვნო დილა გათენდა.

თავს ისე მსუბუქად და ბედნიერად ვგრძნობ, რომ მთელი სამყარო ჩემი მგონია.

სიმართლის გამხელის შემდეგ მხრებზე სიმსუბუქეს ვგრძნობ, თითქოს ის ტვირთი მოვიშორე, რომელიც ბედნიერებისაკენ სიარულში ხელს მიშლიდა და მაყოვნებდა.

სწრაფად ვემზადები სკოლისათვის და პირველ სართულზე ჩავდივარ, სადაც როგორც ყოველთვის მოფუსფუსე ლიამი მხვდება და გულწრფელი ღიმილით მაჯილდოვებს.

სწრაფად ვუახლოვდები, ლოყაზე ვკოცნი და მის პირდაპირ, სამზარეულოს მაგიდასთან, ვიკავებ ადგილს.

-ვხედავ ვიღაც კარგ ხასიათზეა. მეუბნევა სიცილით და საუზმეს წინ მილაგებს.

-მართალუ ხარ. ვამბობ და ტოსტს გემრიელად ვკბეჩ. -უგემრიელესია.

-როგორც ყოველთვის. ამბობს ამაყად და თავადაც იწყებს ჭამას.

რამდენიმე წუთს ჩუმად შევექცევით ჩვენს წილ საკვებს, მდუმარებას ლიამის კითხვა არღვევს.

-აბა, გუშინ რა მოხდა ისეთი, რომ დღეს ასეთი ბედნიერი ხარ?

მე მხრებს ვიჩეჩ და ისე თითქოს არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა სხვათაშორისად ვპასუხობ.

-ლუის და ნაილს სიმართლე მოვუყევი.

ჩემი სიტყვებით იმდენად გაკვირვებულია, რომ ტოსტს თავს ანებებს და გაოცებული შემომყურებს.

-სიმართლე, ანუ?

-ყველაფერი. ლუი ნელნელა ისეც ხვდებოდა ყველაფერს, ამიტომ დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.

ის ჩემს ხელს თავისაში იწცევს, გულწრფელად მიღიმის და მეუბნევა.

-მიხარია, რომ როგორც იქნა სწორი გადაწყვეტილება მიიღე.

-მეც.

საუზმეს ვამთავრებთ და სკოლისაკენ, ახალი თავგადასავალისაკენ მივეშურებით.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 16, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Sunset N.H Where stories live. Discover now