თავი 21

238 18 2
                                    

იო: ჯა..ჯან..ჯანგუკ?-ჩემი ენის ჩლიფინის ორი მიზეზი იყო, ერთი:ძალიან გაკვირვებული ვარ და მეორე: საშინლად მრცხვენია-აქ რას აკეთებ?? არ გელოდი-უხერხულად გავიღიმე და თვალებში  ჩავხედე.
   რომ მცოდნოდა, როგორ შარში ჩავვარდებოდი, ამას არ გავაკეთებდი. თვალი არც კი ამარიადა და პირდაპირ სულში მაშტერდებოდა. ღმერთოო, არ შემიძლია ეს გამოხედვა ასე უბრალოდ ავღწერო. მეგონა ბიჭები ჩემით ადვილად ვერ მანიპულირებდნენ, მაგრამ შევცდი. ჯანგუკის ეს გამოხედვა ადგილზევე მაშეშებს, ფერს მაკარგვინებს და ნელა მადნობს, ისე, რომ გგონია დროს სპეციალურად წელავს. ახლა ვფიქრობ სად ვიყავი მაშინ როცა ჭკუას არიგებდნენ, ან რამ წამომიარა რო მივახტი ამ ჯანგუკს და ყველაფერი დავუფქვი. მეორედ აღარ დავლევ, არასოდეს, მორჩა და გადაწყდა.
ჯანგუკი: იო, პირდაპირ გეტყვი-უფრო მომიახლოვდა, წარმოიდგინეთ ისედაც, როგორ ახლოს ვიყავით და უფრო მომიახლოვდა, ამ დროს ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი თუ არა ბარს შევეჯახე. ისევ უნდა გამეძლო ამ სიახლოვისთვის სხვა რა გზაა-ძალიან გთხოვ, უბრალოდ პირდაპირ მიპასუხე. რას ნიშნავდა ის რაც გუშინ მითხარი?-სერიოზულად?!?!?             
  ყველაფერი პირდაპირ ვუთხარი. ჩვეულებრივად და გასაგებად, ნუუუ ცოტა გადაზედმეტებულად, მაგრამ სიყვარული ავუხსენი. რაღაცნაირად ნერვებზე იმოქმედა. თუ არ გინდა გაიგო რა გითხარი მაშინ რაღას მეკითხები ან საერთოდ რაა საკითხავი?!?!?!
იო: გააჩნია შენ როგორ მიიღე.
ჯანგუკი: მისმინეე-მხრები აიჩეჩა-არ მინდა შეგრცხვეს, არც ისეთი გზა ვიცი რომ პირდაპირ თქმა ავირიდო.
იო: ვიცი სადაც მიდის ეს საუბარი-სიმწრით გაღიმებულმა ვუთხარი-გუშინდელის გამო ისედაც მრცხვენია, ამიტომ შეგიძლია მითხრა-რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გავაჩერე-ანდა არ არის საჭირო ისედაც მივხვდი რაც უნდა თქვა, თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობ, შეგიძლია თავისუფლად წახვიდე.
ჯანგუკი: მგონი ვერ მიხვდი იცი?...-არ ვაცდი დამთავრებას. სიმართლეს შეგუებული ვარ. რა სისულელეა, მე და ჯანგუკი, თავი რომელ სერიალში მგონია, ეს არასდროს მოხდება, მაგრამ მაინც ამის მისგან გაგონება რთული იქნება ჩემთვის.
იო: ღმერთო რატომ აჭიანურებ? მე მირჩევნია, რომ პირდაპირ წახვიდე, მაგრამ თუ ასე ძალიან ლამობ ჩემი გულის ტკენას დროულად თქვი, კოდევ ათასი საქმე მაქვს, ნუ გეშინია მაგაზე საფიქრალი დრო გამოცდების გადამკიდე არ მექნება-ერთიანად მივაყარე-ამიტომ ნუღარ მტანჯავ მეც და ნურც შენ იტანჯავ თავს. მეე..................-წამიერად ლაპარაკი შევწყვიტე და თვალები დავხუჭე,ამ მომენტში ყველა და ყველაფერი დამავიწყდა, ის ადგილი სადაც ახლა ვიდექი, ჩემი გამოცდებიც, ჯანგუკთან ჩხუბიც, გუშინდელი საღამოც და ყველა სისულელე თუ სერიოზული პრობლემა, რაც ჩემს ირგვლივ არსებობს. მე გადავეშვი სამყაროში, სადაც მხოლოდ მე და ჯანგუკი ვიყავით. იმდენად ძლიერად ვგრძნობდი ჩემს გულის ცემას, თითქოს გული ხელში მეკავა. ის ახლა საგულედან ამოვარდნას ლამობდა. ჩემს ნერვიულობისგან დალურჯებულ და ცივ ტუჩებს ჯანგუკის თბილი და ვარდისფერი ტუჩები შეეხო და სრულიად დამკარგა. კიდევ კარგი, რომ ხელები წელზე მჭიდროდ შემომხვია, თორემ დარწმუნებული ვარ წავიქცეოდი, რადგან ვიგრძენი მუხლები როგორ მომეკეცა. როდესაც ჩემს ენაზე მისი ენა ვიგრძენი, ჩემში სითბო შემოვიდა და ჟრუანტელმა ერთიანად დამიარა. ჯანგუკმა კოცნა შეწყვიტა შემომხედა. ახლა დაბნეული ვიყავი და აზრზე ვერ მოვდიოდი ამაზე როგორ მეპასუხა.
ჯანგუკი: იმედი მაქვს ახლა მიხვდი რისი თქმაც მინდოდა-ტუჩებზე ნაზი და სწრაფი კოცნა დამიტოვა და წავიდა-კარებში გასვლისას შემოტრიალდა-ჩემი ნომერი შენს ჯიბეშია, თუ მოგენატრები დამირეკე-თვალი ჩამიკრა და მანქანით გაუჩინარდა.
   ნომერი მოვძებნე და ჩემს მარჯვენა უკანა  ჯიბეში აღმოვაჩინე.
იო: აქ როდის მოასწრო ხელის ჩაცურება? -შუბლი მოვიწმინდე-იო მაგარ შარში ხარ.
გასვლისას კარებზე წარწერა დავინახე.
"გასაღები შიგნით საკიდზეა ჩამოკიდებული, ჩაკეტე და სანის მიუტანე ხვალ მომცემს"-ჯინი.
    სხვა რა გზა იყო მეც ისე გავაკეთე როგორც მითხრეს. სახლში ავედი თუ არა კითხვები დამაყარეს, მაგრამ იმდენად გაოცებული და გაშტერებული ვიყავი ვერაფერი ვერ მოვყევი. დაწოლის წინ ლოგინზე დავეპერტყე და ისევ ამ ყველაფერზე ვფიქრობდი, საერთოდ მეცადინეობა როგორ მოვახერხე მიკვირს, ნუუუ თუ ამას მეცადინეობა ერქვა. მართალი იყო ბებიაჩემი, ყოველთვის, რომ მიძახოდა სანამ სწავლობ შეყვარებული არ არის საჭიროო გონებას გიფანტავსო. მოიცა, რა გამოდის ანუ ახლა ჩვენ შეყვარებულები ვართ? ამ ყველაფერზე პასუხები მჭირდება, იმის უფლებას ვერ მივცემ, რომ მის ახალ თოჯინად გამომიყენოს. ლოგინის გვერდით, თაროს გავხედე სადაც ჯანგუკის ტელეფონის ნომერი ეწერა. ავიღე, ავკრიფე, ცოტა ხანი ვუყურე, ვერ გადამეწყვიტა დამერეკა თუ არა. ბოლოს აღარ დავრეკე, თუ მართლა ვაინტერესებ თვითონ დარეკავს. ამ ეტაპზე კი მხოლოდ მისი ნომერი ჩავიწერე და "გამოშტერების მიზეზი" მივაწერე. 
მეორე დღე დატვირთული იყო. ერთი გამოცდიდან მეორეზე მივრბოდი. გოგონებს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი გამოსვლის წინ. თავისუფალ დროს, მეძლეოდა შანსი თუ არა ჯანგუკზე ვფიქრობდი. მაინტერესებდა, რატომ, არ რეკავდა.
იო: მთელი დღეა ვუცდი, რატომ არ რეკავს? ესეიგი არ ვაინტერესებ-მე და მიამ დრო გამოვნახეთ, 15 წუთი იმისთვის, რომ გვეჭამა და მალე ისევ გამოცდაზე უნდა შევსულიყავი- ხანდახან ვფიქრობ მართლა მე ხოარ დავურეკოთქო, მაგრამ მერე ვხვდები რა სისულელეზეც ვფიქრობ.
მია: რატო? ცადე და დაურეკე პირველი. რა მოხდება?-ნახევარი დონატი პირში ჩაიტენა.
იო: ჰოოო, დავურეკო და რა ვუთხრა. ოოო, იცი ჯანგუკ, ისე მომენატრე, რომ დარეკვა გადავწყვიტე-ზედმეტად შეყვარებული გოგოს იმიტაცია გავაკეთე.
მია: რატომ მომენატრე, უთხარი, რომ გაურკვევლონაში ხარ და ვერ გაიგე რა ურთიერთობა გაქვთ.
იო: დაიკიდე და ჭამე, არ დავრეკავ.
   ბოლო გამოცდაზე იმდენად ვნერვიულობდი, რომ სახლში წამოსვლისას სრულიად გადამავიწყდა ჯანგუკი. სახლის ჩიხში ვუხვევდი როდესაც, ვიღაცამ მეორე ბნელ ჩიხში შემათრია და კედელზე მიმაყუდა. ხელში ტელეფონი მეკავა და ინსტიქტურად მივანათე. სახეზე პირბადე ეკეთა და შემეშინდა. ყვირილი უნდა დამეწყო, როცა პირზე ამაფარა ხელი. შემდეგ ტელეფონი მიინათა და პირბადე ჩამოიწია. გამოიცანით ვინ იყო. ჯანგუკი.
იო: სრულ ჭკუაზე თუ ხარ, ღმერთოო, როგორ შემეშინდა-გულზე მივიდე ხელი-მეორედ ასე არასდროს გააკეთო. საერთოდ ამ შუაღამეს აქ რა გინდა?
ჯანგუკი: მაპატიე შეშინებას არ ვგეგმავდი-უეცრად მომეხვია და ახლა თავი მის მკერდში მქონდა ჩაფლული.
იო: რას აკეთებ?-მისი მკლავებიდან, თავის დაღწევა ვცადე, მაგრამ, ამაოდ.
ჯანგუკი: შეგაშინებ და ახლა გაწყნარებ-ვიგრძენი თავზე, როგორ მაკოცა და ჩამეღიმა. ისე რაღაცნაირად, დაცულად ვგრძნობ თავს.
იო: და მაინც ამ შიაღამეს აქ რა გინდოდა?-არ მოვეშვი.
ჯანგუკი: შენს სანახავად მოვედი. იუნგი ჰიონი მოდიოდა ბორას სანახავად და მეც გამოვყევი, მეთქი შანსს არ დავკარგავთქო, ისე გამიხარდა რომ დაგინახე. და შენ რას აკეთებ გარეთ ამ დროს?-ჩამომხედა და მეც ავხედე.
იო: შენსავით უსაქმური კიარ ვარ, გამოცდიდან მოვდივარ-სწრაფად მაკოცა.
ჯანგუკი: ერთი ის, რომ მე რო უსაქმურივარ ისეთზე ყველა ოცნებობს, მაგრამ ბევრი შრომაა საჭირო,  მისაღწევად. და მეორე ის, რომ ჩემი აქ ყოფნის მიზეზი უკეთესია-გაიღიმა და უნებურად მეც გამეღიმა-ტელეფონი მათხოვე-რატომღაც დავემორჩილე და მივეცი, მისი მომერი ჩაწერა და წართმევა, რომ ვცადე გაიწია და ხმამაღლა წაიკითხა "გამოშტერების მიზეზი" სიცილი აუტყდა-ნამდვილად სასაცილო და საყვარლობაა, მაგრამ მოდი შწვცვალოთ, უუუმ, რა დავაწერო? იქნებ "სექსი შეყვარებული"?
იო: ჯანგუკ ნუ დებილობ-გამეცინა.
ჯანგუკი: მოდი უბრალოდ "სიყვარულს" დავაწერ-შეცვალა თუ არა ზარი გაუშვა და ტელწფონი უკან დამობრუნა, ახლა მისი ტელეფონი აიღო და ჩემი ნომერი კონტაქტებში შეინახა- აი ხომ ხედავ მე რა თბილად დავაწერე "love".
იო: გაკლია შენ-გავუღიმე-ჯანგუკ სახლში უნდა ავიდე.
ჯანგუკი: როგორ? მე მტოვებ?-ტუჩი საყვარლად გადმოაბრუნა.
იო: ასე გამოდის-ცორა ხანი მდუმარედ ვიდექი- რაღაც მინდა გკითხო და მრცხვენია.
ჯანგუკი: ჩემთან ნურაფრის შეგრცხვება. მიდი მკითხე-თმა ყურზე გადამიწია.
იო: კარგი-ნერწყვი გადავყლაპე-ძალიან დავიბენი, ვერ ვხვდები ჩვენ ახლა რა ურთიერთობა გვაქვს?
ჯანგუკი: მე შენ მომწონხარ, პირველი ხარ ვინც ასე ძაიან მომეწონა. დიდი ხანი ვფიქრობდი, რაღაცნაირად ტვინს მირევდა შენი საქციელები. ახლა რადგან ნასვამზე ყველაფერი თქვი დავმშვიდდი და მივხვდი, რომ ძალინ, ძალინ მომწონხარ. მინდა, რომ ურთიერთობა გვქონდეს. და ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ. თუ შენ ფიქრობ, რომ არ გამოგვივა შევწყვიტოთ.
იო: არა, უბრალოდ ამას ვმალავთ?
ჯანგუკი-არა-გაეღიმა-არ ვმალავთ. შენს მეგობრებს და ნათესავებს შეგიძლია ყველას უთხრა, მაგრამ ფანებისგან და ჩემი კომპანიისგან დამალვა მოგვიწევს, იმიტომ, რომ ჯინის და მისანის ამბის მერე ადვილი არ იქნება მაგ საკითხის მიღება. ვეტყვით, მაგრამ ჯერ დავტკბეთ ურთიერთობით-სიხარულის თვალებით ავხედე და ამჯერად მე დავუტოვე სწრაფი კოცნა. აშკარა არ ელოდა.
იო: წავედი მეძინება-იქაურობა სწრაფად დავტოვე, მეც შემრცხვა.
ჯანგუკი: მოგწეერ-მომაძახა.
  სახლში ავედი თუ არა, ყველა გოგოს გაავეხვიე, ჩემს ოთახში შევვარდი, თავი ბალიშში ჩავრგე და ბოლო ხმაზე ვიყვირე. ამ წამს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. მალე ესემესი მოვიდა "სიყვარულისგან" ღნერთო წერისას ღიმილს ვერ ვიკავებდი. დღეს საღამოს ტკბილად დამეძინება.

_______^^_______^^_______^^_______^^________^^__
იეიი😄მოვედი და მოვიტანე სიყვარული💚💚💚💚💚💚
PS. შემდეგი თავი 10 ვოუთზე დაიდება😙

ბედი/Fate💚Where stories live. Discover now