თავი 18

247 18 0
                                    

მეორე დღეს საავადმყოფოში, მისანის წამოსაყვანად მარტო მივედი, გოგოებს არ დაველოდე, ისინი სამსახურში და უნივერსიტეტში იყვნენ, თან მინდოდა მას მარტო დავლაპარაკებოდი, რადგან ვამჩნევდი მისი და ჯინის ურთიერთობის წინააღმდეგი მარტო მე ვიყავი. არ დამიჯერებია ტყუპების სისულელეები, მაგრამ რაღაცეებზე ჩავფიქრდი, და რაც უფრო დიდხანს ვფიქრობდი მით უფრო ბევრი სისულელე მიტრიალებდა თავში, ამიტომ გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი. რათქმაუნდა ჩვეულებრივ თბილად შემხვდა. ცოტა ვიბოთავეთ, მერე გამოსაწერი საბუთები მოვაწესრიგეთ და ვიფიქრე დრო იყო ლაპარაკი დამეწყო.
იო: სანი, იცი რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო.
მისანი: მიდი გამოუშვი.
იო: იცი დიდი ხანია მინდა გითხრა და არ ვიცი საიდან დავიწყო...
მისანი: რას მიედ-მოედები, თავი რომელი სერიალის გმირი გგონია. პირდაპირ დაიწყე. რაა ჩვენს შორის ისეთი რაც არ იცი როგორ მითხრა?
იო: მართალი ხარ, იცი შენი და ჯინის ურთიერთობაზე დავფიქრდი.
მისანი: ჰოოო, ეგ...მეც მაინტერესებს რას ფიქრობ.
იო: ნუ მაწყვეტიებ და მშვიდად მისმინე-თითი გამაბრთხილებლად ავუწიე-იცი, რომ დავფიქრდი თქვენი ურთიერთობა არ მომწონს.
მისანი: უუუუ-დაიჭყანა-ზედმეტად პირდაპირი იყო.
იო: მისმინე-ხელი ხელზე მოვკიდე და ლოგინზე ჩემთან ერთად ჩამოვაჯინე-ვიცი, რაღაცნაირია, უნდა მიხაროდეს, მაგრამ, რომ დავფიქრდი, სიხარულზე მეტად მეშინია. მაინც აიდოლია, თავისი ცხოვრება აქვს, რას გაუგებ მაგ ხალხს როგორები არიან. მეშინია რამე არ დაგიშაოს, მეშინია, რომ გულს გატკენს. მისთვის სულ ერთია, თუ ერთი წავა მეორე მოვა, ნუ ეხა არც შენ ჩერდები ერთ ბიჭზე მაგრამ მაინც, ის სხვა სიტუაციაა.
მისანი: როგორ თბილად დაიწყე და ბოლოს როგორ გააფუჭე.
იო: მისან, შენ გრძნობებს მაგ ბიჭისადმი გაუბრთხილდი, თავში ნუ აგივარდება. ან ეს პირველი კოცნა რა უხეში იყო, საერთოდ არ იყო რომანტიული.
მისანი: გულწრფელი იყო და მაჩვენა როგორ ვუნდივარ.
იო: უყურე, მე რას ველაპარაკები და ეს რას იძახის. უნდიხარ არა ჩემი ფეხები, რო ნდომოდი ვინ დააკავებდა.
მისანი: მასე მიცნობ მე შენ? რასქვია ვინ დააკავებდა, როდის იყო ჯონგ მისანს ბიჭისთვის ასე ადვილად დაუთმია თავი, ჰაა?-გამიღიმა-მესმის რო ნერვიულობ, ასეთი ადვილი კიარაა ასეთ სილამაზეზე არ ინერვიულო, მაგრამ თვეებია რაც მაგ რესტორანში ვმუშაობ, ისეც ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მოდიოდა და მნახულობდა. გავიცანი, შევეჩვიე, ახლა დავიწყეთ შეხვედრა, დავტესტავ გამოდგება თუ არა შეყვარებულად, კარგად დავფიქრდები და მერე შევუდგები მოქმედებას-ხელი შმართებით გაიქნია.
იო: იმედის მოცემა არაჩვეულებრივი იცი, მთავარია როგორ შეასრულებ.
მისანი: რას ამბობ გოგო მეე? ვითომ არ მიცნობდე.
იო: რომ გიცნობ მაგიტო ვამბობ.
მისანი: კაი რა მნიშვნელობა აქ, გამიყვანე აქედან დროზე ვეღარ ვსუნთქავ. მანქანით ხო ხარ?
იო: ჰოოო, ჩადი, გადი, გაიარე.
მისანი: ჰოო, ჰოო, მივდივარ, უიმეეე. გოგოებს გავუაროთ.
იო: თუ დროზე არ გაადჰამ ფეხს ვერავისაც ვერ გავუვლით-რაღაცის სათქმელად შემობრუნდა, მაგრამ თვალები დავუქაჩე-წადი და გზაში ვილაპარაკოთ.
მისანი: უიმეეე, უხეში.
   Mia's POV
ტყუპებთან ერთად, რესტორნისკენ მივდიოდი, გოგოებმა მიმატოვეს. ერთი საავადმყოფოში გაწვა, მეორე წამოსაყვანად წავიდა, ჰოდა მეც ამ ორ, ნერვების მომშლელ ადამიანთან ერთად მოვდიოდი მთელი გზა. რესტორნის კუთხეში, რომ შევუხვიეთ იქედან ორი, პირბადიანი ბიჭი მოდიოდა. ადვილად ვიცანი. ჯიმინი და ჰოსოკი იყვნენ. როგორც კი მოგვიახლოვდნენ ჯიმინმა ხელი დაგვიქნია ნუ დამიქნია, ამათ არ იცნობს.
ჯიმინი: გოგოებთან მოვედით, დახმარება გვინდა, მაგრამ ბორას მეტი არავინ დაგვხვდა და ისიც სამსახურიდან ვერ გამოვიყვანეთ. უიიი, გამარჯობა-ტყუპებს გახედა.
მია: ჯიმინ და ჰოსოკ, ესენი ჯიჩანი და ჯიჩონი არიან და ჯიჩონ და ჯიჩან ესენი...
ჯიჩანი: სასიამოვნოა, მოუთმენლად ველოდით თქვენთან შეხვედრას, ჩვენ მიას საუკეთესო მეგობრები ვართ-ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. საუკეთესო არა ჩემი ფეხები, მი მოეწონათ და მაქედან აგვეკიდნენ, ისე სიმართლე სიმართლეა, დიდიხანი შეგვრჩნენ, მიმ უარი უთხრა, მაგრამ მაინც.
ჰოსოკი: ჩვენთვისაც სასიამოვნოა.
   ტყუპებმა რაღაცის თქმა დააპირეს, მაგრამ არ ვაცადე, ისინი თუ ლაპარაკს დაიწყებენ ვეღარ ვაჩერებ.
მია: ბიჭებო რღაცაზე, დახმარება გინდოდათ რა ხდება?
ჯიმინი: მოკლედ, თქვენი დახმარება გვინდა. ხვალ არის ჰოსოკის დის დაბადების დღე და გვინდოდა საჩუქრის არჩევაში დაგვხმარებოდით.
ჯიჩონი: როგორი გოგოა?
ჰოსოკი: რას გულისხმობ?
ჯიჩონი: როგორ აგიხსნა? ანუ როგორი ხასიათისაა? მაგალითად მოწონს თუ არა ბიჟუტერია?
ჰოსოკი: რავი კიი. საკუთარი ტანსაცმელების მაღაზია აქვს...
მია: მაშინ მე ვერ დაგეხმარებით.
ჯიმინი: რატომ?-ტუჩი გადმოაბრუნა და თავი შემაცოდა.
მია: არა მართლა მთელი სულით მინდა, მაგრამ არ შემიძლია საჩუქარი ავარჩიო ადამიანისთვიდ, რომელსაც არ ვიცნობ, თან ჩემს ხასიათებშიც არ ჯდება.
ჯიჩანი: შენი დისთვის საჩუქრის ასარჩევად უნდა წაიყვანო მი ან მისანი, ნუუ ბორაც ერკვევა მასეთ რაღაცეებში, მაგრამ მია და იო არა.
ჯიმინი: აუუუუ, ისინი სად ვიპოვო ახლა. შენ წამოგვყევი რა და რასაც აარჩევ აარჩიე. გოგოს არჩეული მაინც სხვაა.
მია: თუ გინდათ, მის დავურეკავ და მასთან ერთად წავიდეთ, წესით უკვე გამოსული უნდა იყოს უნივერსიტეტიდან.
ჰოსოკი: ეგ იდია ყველას ჯობია, წავიდეთ?
მია: კარგი.-ტყუპებს მივუტრიალდი-თქვენც წამოხვალთ?
ჯიჩონი: არა ჩვენ ბორას მივაკითხავთ, მარტო, რომ არ იყოს.
მია: კარგი, როგორც გინდა-ამის შემდეგ გზაში უხერხული სიჩუმე იყო, მაგრამ ჰოსოკმა დაარღვია.
ჰოსოკი: მისანი რას შვრება?
მია: დღეს გამოდის საავადმყოფოდან.
ჯინი: მერე დახმარება, ხომ არ გინდათ?
მია: არაა, იო წავიდა გამოსაყვანად, მანქანით და თუ რამე დაჭირდებათ დარეკავენ.
მალევე მის მივაკითხეთ წამოვიყვანეთ, თეჰიონგიც შემოგვიერთდა. არასდროს არ მეგონა საჩუქრის არჩევის დროს ასე თუ გავერთობოდი. ჯიმინი და თეჰიონგი თუ რამე სასაცილოს ნახავდნენ ყველაფერს იზომავდნენ. საჩუქრის არჩევის შემდეგ ვისაუზმეთ. მართალია გაგვიჭირდა ისეთი ადგილის ნახვა სდაც მათ ვერ შეამჩნევდნენ, მაგრამ მაინც სასიამოვნო მათთან დროის გატარება. გამოსვლის დროს ჰოსოკმა გვთხოვა თუ შევძლებდით ესიამოვნებოდა მისი დის დაბადების დღის მისალოცად თუ გავყვებოდით, საღამოს აპირებდნენ მასთან მისვლას. მეც დავთანხმდი, უარი რატომ უნდა მეთქვა?
_____^^______^^______^^______^^______^^_________
ესეც ასე😁 დავბრუნდი, მაპატიეთ ამდენხნიანი პაუზა, მაგრამ ცუდად ვგრძნობდი თავს, არა სინამდვილეში საავადმყოფოში ვიყავი საშინელი ტკივილების გამო მაგრამ ახლა უკეთ ვარ😊მაპატიეთ და ისიამოვნეთ💚💚💚

ბედი/Fate💚Where stories live. Discover now