თავი 5

407 32 1
                                    

მე და ჯანგუკი დორმისკენ მივდიოდით. ჩემი პატარა(მანქანას ვგულისხმობ)იქ დავტოვე მარტო. თავი უამრავი ფიქრით მქონდა გამოტენილი. იმასაც ვერ ვხვდებოდი ეს ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა თუ უბედნიერეს სიზმარში ვიყავი, მე შუაღამეს ჯანგუკთან ერთად, ჩემს ჯანგუკთან ერთად მივდიოდი დორმში, სადაც 7 საოცარი ბიჭი ცხოვრობს. თუ სიმართლეა მინდა დრო გაჩერდეს და თუ სიზმარი მაშინ, მათგათვის ჯობია არ გამაღვიძონ თორე, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
  ჯანგუკმა კარებზე დააკაკუნა და კარები თეჰიონმა გაუღო.
ჯანგუკი: მოვედი ჰიონ.
თეჰიონი: როგორც ჩანს მარტო არა.
ჯანგუკი: ყველაფერს მერე აგიხსნი. იო, შეგიძლია იმ ოთახში დაიძინო მე დროებით გამოვალ.
იონგი: კარგი. შეიძლება რაღაც გთხოვო?
ჯანგუკი: გისმენ, თქვი.
იონგი: იცი ძალიან მერიდება-თეჰიონს გავხედე და შემდეგ მზერა ისევ ჯანგუკზე დავაბრუნე-მაგრამ იცი სახლიდან საჭმლის საყიდლად გამოვედი. ხელში მიკავია- პარკები ჰაერში ავწიე და უხერხულად ჩავიღიმე-მშია და შეიძლება სადმე ვჭამო, თუ არ შევჭამ ვერ დავიძინებ.
ჯანგუკი: აჰ, რათქმაუნდა იქ შედი სამზარეულოა და ჭამე.
   მადლობა მოვიხადე და წავედი. ისე მშიოდა არაფერზე აღარ ვფიქრობდი. როდესაც სამზარეულოში შევედი, იქ ჯინი და ნამჯუნი დამხვდნენ. როცა დამინახეს ძალიან გაკვირვებულები დარჩნენ. ნაზად თავი დავუხარე, როცა ჯანგუკის ყვირილი მოისმა, მათ უძახოდა. ისინიც წავიდნენ და მეც მშვიდად შევუდექი ჭამას.
NAMJOON'S POV
ჯინი: იცით რომ ჩვენს სახლში ვიღაც გოგო დადის? ეხა სამზარეულოშია და ჭამს.
თეჰიონი: ჯანგუკს მოყვა.
ნამჯუნი: რაა? მეღადავები ვინაა? ან აქ რა უნდა? მენეჯერმა რომ გაიგოს ყველას ერთი მეორეს მიყოლებით მოგკვლავს.
ჯანგუკი: ვიცი. მაგრამ თუ არ ვეტყვით ვერ ვაიგებს, თან აქ მხოლოდ ერთი ღამით დარჩება.
ჯიმინი: სახლში უცხო გოგოები როდის მერე მოგყავს? მგონი ბიჭი გაგვეზარდა.
ჯანგუკი: მასე არაა უბრალოდ გამოუვალ მდგომარეობაში იყო, დახმარება ჭირდებოდა ღამე ქუჩაში უნდა გაეთენებია, მეც ავდექი და წამოვიყვანე.
ჯიმინი: ეს გოგო მეცნობა. თქვენ არა?
თეჰიონი: მეც. ძალიან გავს იმ გოგოებიდან ერთ-ერთს მაშინ მანქანაში რომ ვიყავით და ვიღაც გარეკილი გოგოები, რომ შემოვიდნენ ეზოში. ჯიმინის ნაირი ხელები რო აქვს მგონი ის გოგოა.
ჯიმინი: აა ხო, მაგ დღეს ჯანგუკი უცნაურად უღიმოდა მაგ გოგოს, მგონი თვალი დაადგი და იმ დღის ნახვის მერე პირველივე შანსით სახლში ამოიყვანე?
ჰოსოკი: მგონი მართლა გაიზარდა ჩვენი მაკნე.- თქვა და ჯანგუკს უცნაური მიმიკით თავზე ხელი გადაუსვა.
ყველას გაგვეცინა. უცებ დავინახე ის გოგო, როგორ გამოვიდა სამზარეულოდან და საძინებლში შედიოდა მაგრამ იუნგიმ დაუძახა.
იუნგი: გოგონი, შეიძლება ვილაპარაკოთ?
გოგონა მოტრიალდა, სახეზე დაბნეულობა და ცოტა შიდი ეტყობოდა.
იუნგი: მოდი სადმე ჩამოჯექი. თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.
გოგონა სავარძელზე ჩამოჯდა.
იუნგი: მე იუნგი, მინ იუნგი, თქვენ?
გოგო: ააა, მე სონგ იონგი ან იო.
იუნგი: მინდა გაგაფრთხილო, და რამოდენიმე წესი გითხრა.
იო: საჭირო არ არის ჯანგუკმა უკვე გამაფრთხილა. უბრალოდ ოთახში შევალ დავიძიებ ხვალ აქედან ისე წავალ ვითომ არც არასდროს ვყოფილვარ. ეს გზაში ცხრაასჯერ მაინც მითხრა.
იუნგი: კარგი მაშინ, უკვე გვიანია ალბათ გეძინება ღამემშვიდობის.
იო: თქვენც ასევე.

-----------------------------------------------------------------
ესეც ახალი თავიი💜💜 შემდეგი თავი გაგაოცებთ😎😂😂 დაელოდეთ💚💚💚💚

ბედი/Fate💚Where stories live. Discover now