თავი 24

338 20 5
                                    

Mia's POV
მივედი სახლში, მაგრამ ჩემი ძმა არ დამხვდა, სავარაუდოდ მეგობრებთან ერთად იყო სახულიგნოდ გასული.

თავიდან ტელეფონში დავიწყე დროს გაყვანა, მერე წიგნებს მივადექი საკმაოდ ჩამითრია ერთმა წიგნმა, რომ ტელეფონზე უცხო ნომერმა მომწერა.

???:სახლში მარტო დარჩენა საშიშია-უცებ ძალიან შემეშინდა და გადავწყვიტე, რომ დამეიგნორებინა და ყურადღება არ მიმექცია.

???:შორიდან ყურებაც მომწონს, რატომ მიწვევ? თუ მინაწერს ნახავ უნდა მიპასუხო კიდეც, ნუ მაბრაზებ-წავიკითხე თუ არა აქეთ იქით ყურება დავიწყე და ყველა ფანჯარა დავხურე, ფარდაც ჩამოვაფარე და კერებიც  ჩავკეტე.

???:ფარდების ჩამოფარება არ გიშველის-ძალიან მეშინია სადააცაა ტირილი დავიწყო, და კარებზე ზარის ხმააა, იმხელა ვიკივლე გამიკვირდა მეზობლები, რომ არ ამოვარდნენ.

კარებთან მივედი და გაჭვრეტაც ვერ გავბედე. ვიკითხე ვინ იყო და პასუხად მხოლოდ ისევ ზარის ხმა მივიღე, ამჯერად გადავწყვიტე ჭუჭრუტანაში გამეხედა და ტყუპები იყვნენ. უცებ მომეშვა, კარები სწრაფად გავაღე და შემოვიდნენ თუ არა იმწამსვე ჩავკეტე.

ჯიჩანი: რატომ კეტავ?

ჯიჩონი: კარგად ხარ? შეშინებული ჩანხარ.

მია: რომ ამოდიოდით სადარბაზოში ვინმე უცნაური ხომ არ შეგინიშნავთ?-ხმის კანკალით ვუთხარი

ჯიჩონი: არა, რატო?

მია: შეიძლება სისულელედ ჟღერდეს მაგრამ მგონი ვიღაც მანიაკი მითვალთვალებს-ერთმანეთს სერიოზული სახით გადახედეს და უცებ ორივეს სიცილი აუტყდა-მესმის სასაცილოდ მიგაჩნიათ, მეც მეცინებოდა როდესაც ვინმე რაიმე მასეთს ახსენებდა, მაგრამ მათლა ასეა-უცებ ტელეფონი ამოვიღე და მონაწერები ვაჩვენე, მაგრამ სიცილს მაინც არ წყვეტდნენ, მე კიდევ ნერვები მომეშალა და დივანზე დავეხეთქე უჟმური სახით.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 30, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ბედი/Fate💚Where stories live. Discover now