თავი 16

288 22 5
                                    

იო: სადაა ამდენ ხანს?
მია: დამშვიდდი, ჯინთან იყო ბოლოს ალბათ მასთან რჩება.
ბორა: არა, ასე რო იყოს დარეკავდა.
იო: აუცილებლად დარეკავდა, ჩვენ ხო ყოველთვის ვრეკავთ.
მი: ნუ ეგ ზარს შემოუშვებდა, იოს და მაგას არასდროს ააქვთ სალაპარაკო.
მია: იო, შენ არ დაგირეკავს ჯანგუკთან, რომ დარჩი.
იო: მე ტელეფონი დამიჯდა.
მი: წარმოიდგინე, შენ, ადამიანს, რომელსაც ყოველთვის 100%-ზე გაქვს ტელეფონი, შენ დაგიჯდა და მისანს არასდროს ააქვს დატენილი.
ბორა: არა, რაღაცა ვერაა ისე როგორც უნდა იყოს, ვგრძნობ.
მი: ოოო, ეს და მისი დედის ინსტიქტები.- ბორა ამის გაგონებაზე, დაჭყანვით დაკმაყოფილდა.
იო: ჯინის ნომერი გააქვთ?
მია: მარტო მისანს აქვს.
იო: კაი, მაშინ სხვა გზა არაა, დორმის მისამართი ვიცი და იქ წავალ.
მი: მოიცა სად უნდა წახვიდე-უკვე, გამოსაცვლელად შევედი-ხოიცი მისანი მოგკლავს რამე, რომ გააფუჭო.
იო: უფლება არ აქვს, რომ დაერეკა ექნებოდა.-გასაღები ავიღე და კარებთან მივედი-არ დაიძინოთ, რო რამე და დაგირეკოთ მინდა გაიგოთ.
ბორა: კაი ჩვენც დაგვიცადე-მის და მიას თავით ადგომა ანიშნა.
მი: წამი დაგვჭირდება გამოსაცვლელად, პირადად მე პირველად ვნახე ასე სწრაფად, რომ გამოგეცვალოს.
იო: ბევრს ნუ ლაპარაკობ და გამოუცვალე.
ასე უბრალოდ ვერ მივუვარდებოდით ბიჭებს, მარტო გოგოები ვიყავით. ვინმე უნდა წამოგვყოლოდა, ბიჭი. ჰოდა მეც პირველად მიას ძმაზე ვიფიქრე. დავურეკე, თავიდან არ პასუხობდა და ბოლოს როგორც იქნე უპასუხა.
დუუ: იოოოოო, რა ხდება, რამ გაგახსენა ჩემი თავი?
იო: დუუ, მოწეულში ხარ?
დუუ: არა ხოარ გადაირიე, მე და მოსაწევი?
იო: აბა დალიე?
დუუ: შეიძლება ცოტა. აბა დაბადების დღ...
იო: მისმინე ამას მნიშვნელობა არ აქვს, შეგიძლია დამეხმარო და სადღაც გამომყვე?
დუუ: რათქმაუნდა შევძლებდი, რომ მდომოდა.
იო: არა დუუ, არ დამტოვო გთხოვ. ნახე, ნახე, შენი და ამბობს, რომ გამოუსადეგარი ხარ, მოდი დავუმტკიცოთ, რომ არ ხარ.
მია: ასეთი არაფერი მითქვამს-თითით ვანიშნე გაჩუმებულიყო.
დუუ: იციი, ახლა ზედმეტად დაღლილი ვარ პროვოკაციაზე წამოსაგებად. უბრალოდ არ ავყვები.
თავი დავანებე, ახლა მაინც ვერაფერს გავაგებიებდი, გავუთიშე და რაც შეიძლებოდა სწრაფად მივედი ბიჭებთან დორმში. დიდი ხანი მომიწია დაცვასთან ლაპარაკი, რომ შევეშვი. ბოლოს ჰოსოკი ჩამოვიდა შემთხვევით და ზევით აგვიყვანა. სახლში შუგას და ნამჯუნის გარდა არავინ იყო.
ნამჯუნი: რამე მოხდა?
იო: ჯინი არ მოსულა?
ნამჯუნი: არა, თქვი რა მოხდა.
ამ დროს ჯინი კარებში შემოვიდა. ხმა არ ამომიღია, მეგონა მისანიც შემოყვებოდა, მაგრამ ამაოდ. კარებში მხოლოდ ჯიმინი, ჯანგუკი და თეჰიონი შემოვიდნენ.
იო: ჯინ, მისანი შენთან არარის?
ჯინი: გოგოებოოოო, აქ რა გინდათ?
ბორა: მისანი შენთან არ არისთქო?-ცოტა ხმამაღლა მოუვიდა.
ჯინი: არა სდღაც საღამოს 6 საათისკენ წამოვიდა სახლში.
მია: ახლა 10 საათია.
იო: რამე მოხდა? იქნებ მარტო ყოფნა უნდოდა, რა მოხდა თქვენს შორის? რაზე ილაპარაკეთ? გული, ხომ არ ტკენია? ეწყინა რამე? თქვი თუ იცი.
ჯინი: არამგონია, პირიქით გახარებული იყო, ასე ამბობდა მალე უნდა მოვუყვე გოგოებს ჩვენი ამბავიო.
მი: რა ამბავი?
იო: ახლა ამას რა მნიშვნელობა აქ. მისანს დაურეკე.
მი: ისევ გათიშულია.
ჯინი: რა ხდება გამაგებიეთ.
ბორა: რა და მისანს ვურეკავთ უკვე დაახლოებით 2 საათია და გათიშული აქვს, არ ვიცით სად არის და ყველაზე უცნაური ისაა, რომ არარის ისეთი ადამიანი ვინც არ რეკავს და არ გვაფრთხილებს.
ნამჯუნი: მენეჯერს დავურეკავ, კავშირები აქვს და ადვილად გაარკვევს სადაა.
ჯინი: კარგი. უთხარი იჩქაროს.
მი: ახლა უკვე მართლა შემეშინდა.
იო: დამშვიდდი, ისეთი არაფერი არ იქნება.-დამშვიდება ვცადე, როცა მე თვითონ ვერ ვმშვიდდებოდი. სიტყვებსაც ვერ ვპოულობდი სანუგეშოდ. კარგი, ვუთხარი რაღაც მაგრამ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო თუ არა ცუდი.
მი: არ გამოგდის იო, პირველად არ გამოგდის ჩვენი დამშვიდება. შენც ხელები გიკანკალებს.
ჩემს ხელებს დავხედე, მართლა კანკალებდა.
ჰოსოკი: გავარკვიეთ.
ჯინი და ბორა: სადაა?
ჰოსოკი: უბრალოდ ეცადე პანიკაში არ ჩავარდეთ.
ჯინი: ამოღერღე რა მოხდა, ამდენი ხანი რას ეძებდნენ.
ჰოსოკი: მისანი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა და ახლა ჩვენს ექიმთან გადაიყვანენ საავადმყოფოში.
მი: რააა?-აშკარა იყო ცრემლებს ძლივს იკავებდა.
მია: მოიცა, ჯერ გავარკვიოთ რა ხდება, იქნებ არც ისე ცუდადაა სიტუაცია. ადრიანად ნუ დაიტირებთ. წავიდეთ. შორსაა ეგ საავადმყოფო?
ჰოსოკი: საკმაოდ. ის ჩვენამდე მივა იქ.
ბორა: წავიდეთ, ახლავე წავიდეთ, ადექით.
ქვევით ჩავედით, ბიჭები საკუთარი მანქანისკენ წავიდნენ, გადავწყვიტეთ ჩვენ ჩვენი მანქანებით წავსულიყავით, მაგრამ ვერ შევძლებდი. ხელები ჯერ კიდევ მიკანკალებდა. კარებთან დავდექი და ვეცადე დავმშვიდებულიყავი, ჩემს მეგობრებს ჩემი გვერდში დგომა ახლა ყველაზე მეტად ჭირდებოდათ, მაგრამ არ შემეძლო, ზედმეტად ვნერვიულობდი. უეცრად, ვიღაცამ ხელიდან გასაღები გამომართვა. ავხედე და ჯანგუკი იყო.
ჯანგუკი: თუ არ შეგიძლია, ჭაგიყვანთ, გინდა?-ხმა არ გავეცი-გასაგებია, ჩაჯექი და ეცადე დამშვიდდე.
საავადმყოფოში მივედით და ახლა მხოლოდ ექიმის გამოსვლას ვუცდიდით. მალევე გამოვიდა და ჩვენსკენ წამოვიდა. სახეზე საშინელი გამომეტყველება ჰქონდა.
ექიმი ჩო: ძალიან მიჭირს ამის თქმა, ქალბატონ ჯონგს სასწრაფოდ ესაჭიროება ფეხის ამპუტაცია.
ეს იყო სიტყვები, რომლებმაც გამაშეშა, ვგრძნობდი მალე ცრემლები წამსკდებიდა. მეშინოდა და არ მინდოდა აქ მეტირა. ყველაფერი ბუნდოვნად მესმოდა, გავიგე, რომ ექიმი ბორას რაღაც თანხაზე ესაუბრებოდა და ისიც პირდებოდა შუადღის ბოლომდე მიტანას, შემდეგ გავიგე, რომ ოპერაცია დაიწყებოდა. ვუყურებდი ბორა, რომ ძლივს ლაპარაკობდა და მი და მია ტიროდდნენ. მინდოდა ბორას დავხმარებოდი და მის ნაცვლად მელაპარაკა, მინდოდა მი და მია დამემშვიდებინა მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ ვიდექი. გული მტკიოდა, რომ ვერაფერს ვაკეთებდი, ცრემლები ვეღარ შევიკავე და ავტირდი. არ მინდოდა აქ ტირილი და ამიტომ გარეთ წავედი, მესმოდა უკნიდან ვიღაც მეძახდა, მაგრამ უბრალოდ წინ მივდიოდი და არავის და არაფერს არ ვაქცევდი ყურადღებას.

_____________^^_______________^^____________
Sad Comeback!!!😢💚💚💚💚💚💚💚💚💚💚

ბედი/Fate💚Where stories live. Discover now