თავი 3

462 34 0
                                    

YONG'S POV
მე და ბორა თითებს ვატოლებდით როცა შემთხვევით გვერდით მივიხედე, ფანჯრებდაბურულ შავ მანქანას ლამპის სინათლე ურტყამდა და ამიტომ სიბნელეშიც კარგად შევნიშნე ჩემსკენ მომართული ორი თვალი. იღიმოდა მაგრამ როგორც კი მიხვდა, რომ დავინახე ღიმილი სახეზე შეაშრა და ქვევით დაიხედა. მანქანა შევათვალიერე და მივხვდი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში თურმე აქ მჯდომი რამოდენიმე ბიჭი გვიყურებდა, როგორ ვბოთაობდით.
იონგი:გინდა გითხრათ ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი მომენტი, როცა ყველაზე მეტად შემრცხვა?
მი: მიდი აბა.
სამივემ მე გამომხედა. მე კიდევ უცებ მოვტრიალდი.
იონგი: აი ეხა, როცა მივხვდი ეს ბიჭები ამდენი ხანი გვიყურებდნენ.- და თავით მანქანისკენ ვანიშნე.როცა მანქანას შეხედეს ყველას სირცხვილი დაეტყო სახეზე.
მისან: ეხა რა ვქნათ?
ბირა: შენ არაფერი არ ქნა, კიდე არ შეგვარცხვინო.
იონგი: კაი გეყოთ. უბრალოდ, სრული სიმშვიდით, ვითომ არც არაფერი, აიღეთ ტელეფონი და სასმელები და წავიდეთ აქედან.
მი: კაი მიდი, გადი დროზე თორე უკვე ლოყები ამიხურდა.
   სასწრაფოდ გავედით იქიდან. როგორც კი თვალს მივეფარეთ სიცილი აგვიტყდა.
მისან: იონგის სახე ნახე? როგორ თქვა, გინდა გითხრა ყველაზე საშინელი მომენტი ჩემი ცხოვრების?- სახის მიმიკით მომბაძა და თან სიცილს ვერ იკავებდა
იონგი: კაი რა შენ მაინც ნუ დამცინი, როგორც კი დაინახე ბიჭები სახეზე ფერი დაკარგე. ისე მარტო მე მეცნო ის ბიჭი?
ბორა: წესიერად არც დამინახავს, როგორც კი შევამჩნიე მანქანაში ვიღაც მოძრაობდა იმწამსვე გამოვბრუნდი. ისე შემრცხვააა.
მი: იმედი მაქ არავისთან არ გააბაზრებენ, თორე ჩემმა ჯერ არ ნახულმა ქრაშმა რო გაიგოს ხო აღარ მოინდომებს ჩემთან შეხვედრას.
ბორა: ვაიმე მი, ჯერ არ დაწყებულა სწავლა და უკვე ტვინი წაიღე.
იონგი: კაი სახლში წავიდეთ უკვე გვიანია.
  მე და მისანი მაგიდას ვაწყობდით, ძაან მოგვშივდა. აბაზანიდან ბორას სიმღერის ხმა ისმოდა.
მისან: ისე ვის მიამსგავსე ის ბიჭი?
იონგი: ვინ ბიჭი?
მისან: აი ის მანქანაში.
იონგი: ააა, ვიტყვი მარა არ უნდა დამცინო.
მისან: კაი მიდი, არ დაგცინებ.
იონგი: ჯანგუკს.
მისანი: ჰაჰაჰაჰაჰა, მითხარი რო მომესმა. მგონი უკვე ძაან შეგიბყრო მისმა სიყვარულმა, შენი ბიასი როა უკვე ყველგან გეჩვენება.
იონგი: უბრალოდ მივამსგავსე. ხო მითხარი არ დაგცინებოო.
მი: რა მოხდა უჩემოდ რატო იცინით?
მისანი: აბა თუ გამოიცნობ ვის მიამსგავსა ჩვენმა იომ ის ბიჭი?
 თვალები გადავატრიალე ეხა ამაზე იცინებდნენ.
მი: ვიიის?
მისან: ჯუნგუკს, მის ბიასს. ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ
 ორივემ სიცილი ატეხა.
მი: მოიცა ბორას ვეტყვი. შე უბედურო მაგასთან მასე ახლოს ვერასდროს ვერ მიხვალ, მარა ოცნებას არ მოუკლავს ადამიანი.
იონგი: მადლობა. რა თბილი ხარ, მეგობარიც ასეთი უნდა.
 დამეჭყანა და ტანსაცმელებისთვის შესულ ბორასთან გაიქცა ოთახში.
მისან: არაუშავს ერთ დღეს ნახავ იო, მასე ძაანაც ნუ მიიტან გულთან.
იონგი: გეყოს, ერთხელ სასაცილო იყო მარა უკვე ღარ.
სახის მიმიკით გამცინა და პურს მიუბრუნდა დასაჭრელად.

-----------------------------------------------------------------
პატარა თავებია☺ მაგრამ იმედი მაქვს გაკმაყოფილებთ💚💚💚💚💚💚

ბედი/Fate💚Where stories live. Discover now