თავი 20

217 15 2
                                    

დილით 4 საქონელის ხმამ გამაღვიძა. არადა როგორ მეძინებოდა. ყველაფერი მესმოდა, მაგრამ თვალს არ ვახელდი. ცოტას ილაპარაკებდნენ და მალე წავიდოდნენ, თავი ისედაც გასკდომაზე მქონდა.
მი: იქნებ მოკვდა.
მისანი: არაა, ხელი ცხვირთან, რომ მივუტანე სუნთქავდა.
ბორა: რას ბოთაობთ. გაიღვიძებს სად წავა, თქვენც მერე დაელაპარაკეთ.
მია: უნივერსიტეტი გააცდინა, მთელი დღე ძინავს. მეშინია უბრალოდ არ გაგვეპაროს ძილში.
მისანი: როგორ შეუძლია ადამიანს ამდენი ხანი იძინოს?
იო: ჩვეულებრივად, თუ დაქალები აცდიან-ვთქვი და საპირისპირო მხარეს გადავტრიალდი ისე, რომ მათთკენ ზურგით ვყოფილიყავი.
მისანი: სასწრაფოდ უნდა ადგე. შენს გამო სამსახურში არ წავსულვართ.
იო: ჩემს გამო რატომ? მე გთხოვე არ წახვიდეთქო?-ახლა მათკენ გადმოვბრუნდი, წამოვჯექი და თავის ფხანა დავიწყე.
მია: იცი გუშინ რა ქენი?
ბორა: შენი აზრით გავს ადამიანს ვინც იცის გუშინ რა ქნა?
  ახლა რაღაცნაირად მომაბეზრებლად ვიყურებოდი.
იო: ასეთი რა ვქენი?
მისანი: პირდაპირ გითხრა თუ გაწამო?-ჩაიღიმა
  მეც გავიღიმე და მზერა მის გვერდით, ბორაზე გადავიტანე.
იო: მაშინ შენ მითხარი, დედიკო.
ბორა: გააფსი.
იო: უი მაგაზე გამახსენდა, მეფსება-წამოვხტი და სააბაზანოში გავვარდი.
   ჩემი საქმე მოვილიე თუ არა, სამზარეულოში გავედი საუზმისთვის, იქ კი ჩემი დაქალები ისე მიყურებდნენ როგორც ჭორიკანა ქალები უყურებენ ახალ გადმოსულ მეზობელს, პირდაპირ თვალებით მჭამდნენ. მათი მზერა უბრალოდ დავაიგნორე და ჩემთვის, მშვიდად და წყნარად, ყავის გამზადება დავიწყე.
ბორა: იო, როგორ შეგიძლია ასეთი იყო?
იო: ასეთი როგორი?-პირგამოტენილმა ვკითხე.
ბორა: აი ასეთი. დაგაინტრიგეთ, მიგანიშნეთ, რომ რაღაც ცუდი გააკეთე შენ კი დაგვაიგნორე, ვითომ არც გაინტერესებს.
მისანი: ზუსტად, არადა ვიცი ინტერესი კლავს.
იო: ვიცდი-ჩავიღიმე და ჩემი შოკოლადის კრემით მოსვრილი კბილები გამოვაჩინე-ვიცი, რომ ვერ მოითმენთ და თქვენ თვითონ მეტყვით, ვიცი საშინლად გაინტერესებთ ჩემი რეაქცია.
მი: დავიღალე...შენ ჯანგუკს სიყვარული აუხსენი-კინაღამ დავიხრჩვი, ლუკმა ყელში გამეჭედა, ძლივს გადავყლაპე.
იო: კაი, გეყოთ მასეთი ხუმრობები. კინაღამ მართლა დავიჯერე.
მია: მართალს გეუბნება, თან ეგ არ აკმარე და მის წინ ბლაზვაც დაიწყე. ნამჯუნის დაზე იეჭვიანე.
იო: რას ბოდიალებთ, ნამჯუნის არა ბებიაჩემის კიდე. მასეთი რაღაც მე არ მახს...-უფს, გამახსენდა. ჯინვუს დაბადების დღეზე იუნი მოვიდა. დარწმუნებული ვიყავი ახლა ვიჭყანებოდი. რატომ? იმიტომ, რომ გამახსენდა რა ზიზღითაც ვუყურებდი იუნის და ჯანგუკის ჩახუტებებს. შეიძლება მართლა მოხდა. არაა გამორიცხული მე ხომ ნასვამი ვიყავი.
მია: რაიყო გაგახსენდა საყვარელო? თუ რატომ იჭყანები?
იო: არაააააააა-ხელები თავში შემოვირტყი, საუზმის ხალისიც დავკარგე და ნელ ნელა საღამოს გახსენება დავიწყე. ამ ფიქრებს, "დეგრადირებული საქონლების" ხმები სიცილით აფორმებდა. უცებ თავი წამოვწიე და საცოდავი თვალებით ავხიხედე.
იო: ჩემო საყვარლებო, ხომ იცით რა იშვიათად გეუბნებით ამ ყველაფერს, ძალიან ძალიან მიყვარხართ, ხანდახან ზედმეტადაც კი, როგორ მიხარია თქვენ რომ შეგხვდით ანგელ....
მისანი: იმიტომ გვაქებ, რომ არ დაგცინოთ?
მია: მაგას ვერ დაგპირდებით.
იო: შეგიძლიათ იმდენი დამცინოთ რამდენიც გინდათ, თუ მოგინდებათ ჯიჩანს და ჯიჩენსაც უთხარით უბრალოდ დამეხმარეთ.
ბორა: ოოოოო, ეს უკვე მომწონს. აბა რაში დაგეხმაროთ?
იო: ჩადით კაფეში და ნახეთ ბიჭები როგორ იქნებიან. კერძოდ ჯანგუკი. ემახსოვრება თუ არა გუშინდელი საღამოდან რამე, უფრო ეს მაინტერესებს-ამ დროს კარებში ვიღაც შემოვიდა. ჩვენი სახლის კოდი ჩვენს გარდა არავინ იცოდა.
დუუ: მია მოგიტანეთ.-შემოვიდა რაღაც ქვაბი დადო მაგიდაზე-გაიღვიძე, საღამოს ქალბატონო? მეცინება, რომ მახსენდება რაც მითხრა მიამ- მიას გავხედე.
იო: ოჰჰჰ, ქალბატონო, მთავარი სისხლის გამშრობისთვის მოგისწრია თქმა, იმ ორი ტყუპი გველებისთვისაც ხომ არ გითქვიათ?
მია: არა, მაგრამ როგორც მივხვდი შენი თხოვნის შესასრულებლად საფასურს არ გადაიხდი, ამიტომ მოგვიწევს თქმა.
იო: სახლში, შენ მაგივრად ვიმორიგევებ, დუუ ეს რაარი?-ქვაბზე მივუთითე.
ბორა: ვთქვათ და მაგის მაგივრად იმორიგევე, ჩვენ რა ვქნათ?-დავაიგნორე და დუუს გავხედე.
დუუ: "პახმელიიდან" გამოსაყვანი სუპია.
იო: ააააა-თეფშზე გადმოვისხი და კოვზი ჩავიდე თუ არა პირში, მივხვდი რომ ვინანე. სახე საშინლად მომექცა- ფუუუუუ რა ჯანდაბააა? დუუ შენით გააკეთე??
დუუ: ჰოოო აბა ვინ გაგიკეთებდა- სიცილით მითხრა ისე, რომ სახე ტელეფონიდან არ აუწევია. მე საპირფარეშოში გავვარდი.
   მოკლედ ჩემ დაქალებს ვერაფერში გამოიყენებ, ისევ ჩემით უნდა გავაკეთო ყველაფერი. მაგრამ რანაირად???
    ანუ, ჩავდივართ ბარში და ყველაფერს ვაკვირდები ჩემი ორბის თვალებით, ყველაფერს. გამოვიცვალე თუ არა გოგონებთან და დუუსთან გავედი, და რათქმაუნდა ბარში ჩავედით. გამიმართლა, შესვლის დროს როცა შევიჭყიტე შიგნით, ჯანგუკის, შუგას და სხვებისდამაგვარი არავინ იყოო. ის დრო რაც იქ გავატარეთ, ძალიან გავერთეთ. ჩენიც და ჩონიც მოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არაამქვეყნიურად ბევრჯერ დამცინეს მაინც სასიამოვნო იყო მათთან, ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად დროის გატარება.
იო: ის თუ გახსოვთ, ლილიემ ჩენი, რომ მიატოვა. რა საწყლად წამოუვიდა ცრემლები, მაშინ პირველად ვიფიქრე, რომ საყვარელი იყო.
ჩენი: შენ საერთოდ ხმა არ გაქვს ამოსაღები, შენი ბიასის წინ იბლაზე.
იო: იქნებ შეწყვიტო ყოველ მეორე წინადადებაში მაგის ხსენება-უკვე ნერვებზე მთხრიდა.
ჩენი: რაიყო არ გესიამოვნა??-ნიშნის მოგებით გამიღიმა.
მისანი: შევწუხდი უკვე, მერამდენედ უნდა დაიწყოთ ერთი და იგივე თემაზე ჩხუბი?? დიალოგი მაინც შეცვალეთ უკვე დავიზეპირე.
  შეიძლება მისანმა, გაჩუმებით გამაჩუმა, მაგრამ ჯერ კიდევ თვალებით ვჭამდით ერთმანეთს, ერთი სული მქონდა, როდის იტყოდა რამე ხელჩასაჭიდს, რომ ისევ ჩხუბი დამეწყო და დარწმუნებული ვარ ისიც ასე იყო.
ბორას ტელეფონმა დაურეკა. ალბათ ფიქრობთ რატომ გავამახვილე ამაზე ყურადღება, ნორმალურია, ახალგაზრდა გოგოს ტელეფონმა დაურეკა, ამაში გასაკვირი არაფერია გარდა იმისა, რომ მან ჩვენს წინაშე არ უპასუხა ტელეფონს. ხშირ შემთხვევაში ჩვენთან პასუხობს და მერე გადის გარეთ სალაპარაკოდ, ახლა კი ტელეფონს როგორც კი დახედა იმწამსვე ხელში აიღო და გარეთ გავარდა. მალევე ვიფიქრე, რომ ასეთი ფიქრები თავიდან უნდა ამომეგდო. თავი "კრიმინალურ აზროვნებაში" მეგონა. მართლა გამომძიებელი ხომ არ ვარ რეებს ვაკვირდები. ან იმის ბრალია ბევრ დეტექტიურ სერიალებს ვუყურებ ან ჩენის ბოთაობებმა და წვალებამ იმოქმედა ჩემზე. ბორა შემოვიდა თუ არა კაფეში, სანის რაღაც უთხრა ყურში, ისიც იმ წამსვე წამოდგა.
მისანი: კაი, გვეყოს. წამო ეხა სახლში ავიდეთ.
ბორა: ჰოო, თორე აქ უკვე სერიოზულად მომაბეზრებელია თან უკვე ისედაც ბოლოები ვართ ვინც აქედან გავა.
  მივხვდი, რომ რაღაც ჩაიფიქრეს. ალბათ სახლში წასვლას იმიზეზებდნენ, რადგან იქ ვიღაცას რაღაცა უნდა გაუჩალიჩონ ან თუნდაც საჩუქარი აქვთ მზად, მარა მე რატო არაფერი ვიცი? ბორას თვალით ვანიშნე ეთქვა რა ხდებოდა. მან კი ჩუმად თქვა: მერე გეტყვი.
მისანი: წადი იო შენ გადაიხადე და ჩვენ გარეთ დაგიცდით.
იო: მე რატო ვიხდი?-გაბრაზებულმა ვთქვი.
მია: თუ გადაიხდი, ჯანგუკთან ყველაფერს გავარკვევთ.
იო: ჯანდაბას, მაგრამ პირობა პირობაა.
მია: აჰაამ, ისე დაგეხმარებით, რომ მთელი ცხოვრება ჩვენი მადლობელი იქნები-ჩაიცინა და კარებში გასვლის დროს მომაძახა.
    მივედი, მაგრამ არავინ იყო. ზარს ხელი დავარტყი და ცოტა ხანი მოვიცადე.
იო: რა ჯანდაბაა, რატომ არავინ გამოდის? უკვე დაკეტეს?? რანაირად ჩვენ კიდევ შიგნით ვიყავით.
???: ან იქნებ, სპეციალური შეკვეთის გამო დააცარიელეს აქაურობა.
   ჯანდაბა, ნაცნობი ნაზი ხმა, რომლის გაგონებაც ყურებს სიამოვნებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მაჟრიალებს. შემოვტრიალდი, და სპეციალურად არ ავხედე სახეზე და მხოლოდ მის ღიმილს, იმ ღიმილს, რომლის დანახვისთვისაც ბევრი გოგო "ცუდად ხდება", შევხედე. მაგრამ არა მე თავი ხელში უნდა ავიყვანო, მაგრამ ამ სიახლივეში ეს საშინლად ძნელია. ბოლოს გავბედე და ავხედე და დავინახე მისი მომღიმარე სახე, ცალი ხელი კეფაზე ქონდა.
ჯანგუკი: გამარჯობა, იო.
...
_____________^^_________________^^_______________
ახალი თავიც აქ არის😄😄 I WORKED HARD😜 HOPE YOU'LL LIKE IT💚💚💚💚

ბედი/Fate💚Where stories live. Discover now