თავი 37

1.5K 126 33
                                    

Harry's POV.

ლისას სიტყვების გამო ჯერ კიდევ შოკში ვიყავი.
ნამდვილად აღარ ვიცი რა ვიფიქრო.
ერთ წამს ლისასი მჯერა და ვამბობ რომ მას არ უკოცნია , ხოლო მეორე წამს კლუბში მომხდარი მიდგება თვალწინ და ბრაზით ვივსები.

- ჰარი რა ჯანდაბაზე ფიქრობდი?!- მისაღებში გამწარებული ჯემა გამოვარდა.

- გვისმენდი?

- დიახაც! ეს როგორ უთხარი?

- უჰ.. რასაც ვფიქრობდი ის ვუთხარი-ამოვიოხრე.

- საერთოდ არ ფიქრობ ჰარი! მადლობა თქვი რომ საერთოდ გითხრა რომ ორსულადაა! შეეძლო შენგან დაემალა შენი შვილი და სრულიად გამქრალიყო აქედან , მაგრამ შენი სირული საქციელების მიუხედავად დღეს მაინც აქ მოვიდა და გითხრა ყოველივე!- ჯემა ყვიროდა და საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდა.

- შენ რამდენი ხანია რაც იცი?

- ორი კვირის წინ გავიგე.- ამოიოხრა, მაგრამ მალევე დაიბრუნა მკაცრი იერი-ვერ ვიჯერებ როგორ უთხარი რომ ბავშვი შენი არ იყო-ისევ დაიწყო ყვირილი..- ბოლოს მასთან როდის იწქი? - მკითხა.

- რა?

- რაც გაიგე ჰარი!  იქნებ დროის მიხედვით მაინც მიგახვედრო რომ შენი შვილია.

- ამ..  მგონი სამი კვირის და რაღაც დღეების წინ..- ამოვიოხრე.

- ბავშვიც ამდენი ხნისაა ჰარი!- თქვა.- საერთიდ რაზე ფიქრობდი? ლისას არ იცნობ? არ იცი რომ შენს გარდა არასდროს არავისთან ყოფილა?-დივანზე დაჯდა და წყნარად დაიწყო საუბარი- ვერ გავიგე რა გემართება.

-მეც არ მესმის რა მჭირს.. იმ საღამოს შემდეგ უბრალოდ.. ლისაზე ძალიან ვბრაზობ..

- შენ რა გაუკეთე გახსოვს? გული როგორ ატკინე გახსოვს ჰარი? მას კი არაფერი გაუკეთებია ჰარი! ნიკმა ძალით აკოცა! შეუშვი ეს შენს ტვინში.

- ბავშვი ჩემია?- ცრემლიანი თვალებით შევხედე ჯემას.

- კი იდიოტო, შენია. თუ კიდევ ეჭვი გეპარება შეგიძლია დეენემის ტესტი გააკეთო ,მაგრამ იმედი არ გქონდეს რომ ლისა ამის უფლებას მოქცემს , საერთოდ შესაძლოა გვერდითაც არ მიგიკაროს.- ამოიღრინა ჯემამ.- ვფიქრობ მაგ შენ იდიოტ წამოროშვებს  არ გაპატიებს. არასდროს- დივანზე მოწყვეტით დაეშვა.

 I'll never fall in love with you(დასრულებული)Where stories live. Discover now