თავი 2

2.4K 152 15
                                    

  -ჯანდაბა!- ვოხრავ , როდესაც ტელეფონის ზარი მაღვიძებს.

-გისმენთ!- არც კი ვუკვირდები ისე ვიღებ ტელეფონს. გაბრაზებული ვპასუხობ.
-ჰმ. ჰეი ლისა,  ჯემა ვარ , როგორ ხარ?- მართლა ჯანდაბა!. უხეშად ვუპასუხე ეს კი ნამდვილად არ მომწონს.
- კარგად , მადლობა და შენ როგორ ხარ?- ვპასუხობ- და ბოდიში უხეშად გიპასუხე.
- მეც კარგად.. არაუშავს ლისა- მეუბნება და იცინის.- ხო მართლა, საუბარში დამავიწყდა რისთვის დაგირეკე..
- რა ხდება?- დაინტერესებული ვეკითხები.
- იქნებ ამ საღამოს ჩემთან მოხვიდე?
- რატომ?
- გავერთოთ.. რამეს ვუყუროთ და ასე შემდეგ.. არდადეგებია ამიტომ სახლში ვერ გამოიკეტები, როცა სკოლა  დაიწყება  ინატრებ ასეთ დღეებს- ისევ გაიცინა.. როგორ არის ეს გოგო ყოველთვის პოზიტიური?
- ჰჰმ.. არ ვიცი ჯემა.. თან ჯერ კლარისას უნდა ვკითხო..
- ეს უკვე მოვაგვარე.
- რას გულისხმობ?
- კლარისასთან დღეს დავრეკე და ის თანახმაა , რომ აქ მოხვიდე...- ცოტახნით დადუმდა ,მაგრამ  შემდეგ ისევ გააგრძელა- აბა?. მოხვალ? გთხოვ მოდიიი..
- ჰჰჰმ.. ჰო კარგი მოვალ- ვუთხარი. სიმართლე , რომ ვთქვა წასვლა არ მინდა. მინდოდა დღეს სახლში ვყოფილიყავი  და თან არ მინდა მათთან ხშირად ვიარო , ჯემა მხოლოდ გუშინ გავიცანი. მაგრამ რაც არის არის..  იქ , რომ მივალ ცოტას გავხალისდები მაინც..

საწოლიდან ვდგები და მომზადებას ვიწყებ..
სპორტულ ტანსაცმელს ვიცმევ და სამზარეულოში ჩავდივარ. ჯემამ თქვა საღამოსო ანუ დრო მაქვს ,რომ ცოტახნით გავისეირნო.

-დილამშვიდობის- მხიარულად ვამბობ.
- დილამშვიდობის ლისა-მიღიმის კლარისა. ლოყაზე მკოცნის და თან ჩემს წინ შოკოლადის ბლინებს დებს.
- ოოჰჰჰ როგორ მიყვარს- ვთქვი და საუზმობას შევუდექი..
- დღეს მიდიხარ ხომ ჯემასთან?
- კი წავალ.. ძალიან მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი..
- მიხარია , რომ დამეგობრდით.- იღიმის.
- მეც..- ვამბობ და საუზმობას ვაგრძელებ.- დეიი..
- გისმენ ლისა..
- შენსა და ბენს შორის ყველაფერი რიგზეა ხო?
- კი.. რატომ მეკითხები
- არაფერი.. ისე უბრალოდ გკითხე..
- ლისა!
- გუშინ ბენი ძალიან დაძაბული იყო ვახშმის დროს და მაგიტომ გკითხე.- თავი ავწიე და კლარისას შევხედე.
- გასაგებია...- თვალს არ ვაშორებდი.. კლარისა მიხვდა , რომ ხოლოდ სიტყვამ "გასაგებია" არ დამაკმაყოფილა და მეტი მაინტერესებდა, ამიტომ ამოიოხრა და განაგრძო.- ბენის დაძაბულობის მიზეზი მისი მეორე შვილი იყო.
- მაგაში რას გულისხმობ?- უფრო დავინტერესდი
- ვახშამზე არ იყო, ბენი ამის გამო გაბრაზდა და თან მისი შვილი როგორც გავიგე- გაჩუმდა . ალბად შესაფერის სიტყვას ეძებდა.- რთულია.
-აჰამ- ვამბობ და ჭამას ვაგრძელებ. არ მინდა კლარისა ამ თემაზე საუბრით დავღალო და თან არც ის მინდა ,რომ დილით რომელიმეს გუნება გაგვიფუჭდეს.

 I'll never fall in love with you(დასრულებული)Where stories live. Discover now