თავი 15

1.9K 113 18
                                    

- მე შენ  გენდობი ჰარი. ვიცი რომ ჩემს გულს არ გატეხ- კიდევ უფრო ძლიერად მოვეხვიე. ვიგრძენი , როგორ გააკანკალა.

ცოტახანი ასე ვიჯექით , ერთმანეთზე მიხუტებულები. სიჩუმე ჰარიმ დაარღვია.

- წავიდეთ?- მკითხა.

- წავიდეთ- გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი. ტანსაცმელი მტვრისაგან გავწმინდე.

ჰარის ხელი ჩავჭიდე და მანქანისკენ წავედით.

***
პირდაპირ სახლში დავბრუნდით. მთელი გზა ჰარი ხმას არ იღებდა.

- მე ოთახში ავალ- მითხრა და კიბეებისკენ დაიძრა.

დივანზე დავჯექი და ტელევიზორი ჩავრთე.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა.

- დეიი მომენატრე- ვუთხარი კლარისას.

- მეც ჩემო გოგო.. როგორ ხარ?

- კარგად ვარ.. შენ?

-მეც კარგად. ხვალ ჩამოვალთ- მითხრა ნაღვლიანი ხმით.

- ასე მალე?- გამიკვირდა.

- ბენს კომპანიიდან დაურეკეს ,რაღაც საქმეებია მოსაგვარებელი ამიტომ ჩამოსვლა გვიწევს.

- გასაგებია.. მომენატრა შენი გამომცხვარი ბლინები-გავიცინე.

- ხვალ , როდესაც დავბრუნდებით გპირდები ბევრ ბლინს გაგიკეთებ.

- შევთანხმდით.- გავიცინე- ხვალ აეროპორტში დაგხვდებით.- ტელეფონი გავთიშე და იქვე მდგომ პატარა მაგიდაზე დავდე.

კარები გაიღო და სახლში მომღიმარი ჯემა შემოვიდა , მის დანახვაზე მეც გავღიმე.

- როგორც ჩანს კარგი პაემანი გამოვიდა.- გავიცინე.

- მშვენიერი იყო-მოწყვეტით დაეცა დივანზე

- ვიცოდი , რომ ჯეკი იმედს არ გამიცრუებდა.

- ძალიან საყვარელია- ლოყები აუწითლდა ჯემას.

- ჰო.. სად იყავით?

- მგონი , ყველგან სადაც შეიძლებოდა.

 I'll never fall in love with you(დასრულებული)Where stories live. Discover now