თავი 35

1.3K 109 51
                                    

ერთი კვირაა რაც დედაჩემთან ვარ , ერთი კვირაა მას შემდეგ რაც ჰარის არ დავლაპარაკებივარ. თავს მარიდებს.

- ლისა მოდი ისაუზმე- თბილად გამიღიმა დედამ.

- არ მშია..

- გთხოვ შვილო- გვერდით დამიჯდა.

- დედა მართლა არ მინდა.. ამ ბოლო დროს მადა სრულიად გამიქრა.

- კარგი- ამოიოხრა და მისაღებიდან გავიდა.

მეც ფეხზე ავდექი.

- ცოტახნით წავალ და გავისეირნებ.

- კარგი. ფრთხილად იყავი- სამზარეულოდან გამომძახა.

-კარგი-კარები გავაღე და გარეთ გავედი.
სუფთა ჰაერმა ფილტვები ამივსო და თითქოს სიცოცხლე დამიბრუნა.
ტაქსი გავაჩერე და კლარისას სახლისკენ წავედი.

ჩხუბის შემდეგ მასთან არ მისაუბრია , ამის გამო კი თავს დამნაშავედ ვგრძნობ.

სახლთან მისვლის შემდეგ კარებზე ზარს ვრეკავ.

- ლისა!- მეხვევა კლარისა- მომენატრე. როგორ ხარ?

- მეც ძალიან მომენატრე- ვუღიმი და ხელებს ვხვევ- ბოდიში რომ ამ დროის მანძილზე ვერ გინახულე..- სევდიანად ვუღიმი.

- არაუშავს ჩემო კარგო. შენზე როგორ უნდა გავბრაზდე?- გამიცინა- სახლში შემოდი-  თავი დავუქნიე და მისაღებში შევაბიჯე. კლარისაც უკან მომყვა და დივანზე ჩემთან ერთად დაჯდა.

- კლარისა ბენი როდის ჩამოდის მივლინებიდან?- ვკითხე.

- სანამ მოხვიდოდი , მანამდე ვესაუბრე. რაღაც პრობლემა შეიქმნა და ალბად ორი კვირა კიდევ დააგვიანდება. და შენსა და ჰარის შესახებაც იცის.- მითხრა და გამიღიმა.

- გაბრაზდა როცა გაიგო?- ვკითხე მიუხედავდ იმისა , რომ ამას ახლა აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.

- ცოტა გაბრაზდა , მაგრამ უფრო გაუკვირდა..- ფრთხილად თქვა.

- რა აზრი აქვს..- ამოვიბუტბუტე

 I'll never fall in love with you(დასრულებული)Where stories live. Discover now