თავი 36

1.4K 116 47
                                    

გაოცებული ვუყურებდი ორსულობის ტესტს.

- ჯანდაბა..- ამოვილუღლუღე.

- არ გაგეხარდა?-მკითხა ჯემამ.

- რა სისულელეს ამბობ ჯემა?!- გამეცინა-რათქმაუნდა გამეხარდა.. მალე დედა გავხდები.. ღმერთო!- უეცრად ტირილი დავიწყე.

-კარგი დამშვიდდი- ჯემა სკცილს ვერ იკავებდა.

-რატომ იცინი?- ამოვისლუკუნე

- საყვარელი ხარ- გაეცინა

- ჯემა..

-კარგი ჩუმად ვარ- ისევ გაეცინა.- მოდი ახლა წავიდეთ.

- სად?- ცრემლები მოვიმშრალე.

-რათქმაუნდა ჰარისთან ლისა!- თვალები აატრიალა.

- არა ჯემა!-

-არ მითხრა რომ ბავშვზე არაფერს ეტყვ!- გაოცებულო მიყურებდა.

-ვეტყვი! მაგრამ ჯერ მეც მჭირდება რომ ამ ამბავს შევეგუო- ამოვიოხრე- ძალიან რთულია ბავშვის ჩემს ასაკში გაჩენა ჯემა.. კოლეჯში უნდა ვისწავლო , არ ვიცი ბავშვის მოვლას შევძლებ , კიდევ რას იტყვიან სხვა სტუდენტები ჩემს დანახვაზე?.

- აბა მოიშორებ?- გაოგნდა.

- არა! უბრალოდ  მარტო ამას ვერ შევძლებ.

-ლისა ავად ხომ არ ხარ?!- მკითხა-ვინ გითხრა რომ მარტო ხარ? ჰარი შენს გვერდით იქნება. ყველა შენთან ვიქნებით და დაგეხმარებით!  ხოლო ხალხის აზრს ყურადღება არ მიაქციო , ილაპარაკებენ მაგრამ მალევე გაჩუმდებიან!- მკაცრად თქვა.

მხოლოდ თავი დავუქნიე.

- ახლა კი წავიდეთ.

-გთხოვ ცოტა დრო მომეცი , შემდეგ კი მე თვითონ მოვალ ჰარისთან და ვერყვი ბავშვის შესახებ.

- ძალიან კარგი.- გამიღიმა

მე და ჯემამ კაფე დავტოვეთ.
მან სახლამდე მიმაცილა და მომეხვია.

- იცოდე თავს უნდა გაუფრთხილდე. ახლა უკვე სხვაზეც უნდა იზრუნო-გაიღიმა- ჩემს ძმისშვილს კარგად მოუარე- ლოყაზე მაკოცა , შემდეგ ტაქსში ჩაჯდა და წავიდა.

 I'll never fall in love with you(დასრულებული)Where stories live. Discover now